“რუსები არიან აგრესორები, ოკუპანტები საქართველოსა და უკრაინაში” – ჰოლივუდელის ვარსკვლავმა ალეკ ბოლდუინიმა საქართველოსა და რუსეთის შესახებ გადაცემაში “გია ჯაჯანიძის შოუ” ისაუბრა:
“ვიცი რომ რუსეთ საქართველოს შორის პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობაა, ამეკისგან განსხვავებით, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან სადაო საზღვრები არ გააჩნია. რუსეთი გამუდმებით, პარანოიდულად ცდილობს დაარღვის საზღვრები და მოახდინოს ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომაც მათი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან არის ძალიან აგრესიული.
ამერიკელები ისტორიულად ვერ უგებენ რუსებს. როგორც ჩერჩილი ამბობა რუსეთი არის მისტიკურად იდუმალებაში გახვეული, საიდუმლოებით მოცული გამოცანა. ახლა ამერიკელ ხალხს საერთოდ აღარ ესმის რუსეთის და სამხედრო თვალსაზრისით ის აღქმულია, როგორც ყველაზე დიდი მტერი. ამერიკელები რუსეთის გახსენებაზე მოიგონებენ სოლჟენიცინს, შოსტაკოვიჩს, ისინი იხსენებ რუსულ მშვენიერ კულტურას. მიუხედავად ამისა რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს წინ წამოწიოს ატომური ბომბის თემა.
ისინი არიან აგრესორები, ოკუპანტები საქართველოსა და უკრაინაში. ადრე მოკავშირე ეს ორი ქვეყანა ახლა მისი მტერი გახდა. ასე აფასებს ამერიკელი ხალხი მიმდინარე მოვლენებს.” – ამბობს ალეკ ბოლდვინი.