რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, რურუას გათავისუფლება ვითარების განმუხტვის მიზნით, შეთანხმების ნაწილია.
„რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა და კომიქსების ჟანრიდანაა. ეს არის შეთანხმება და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, რომ სიტუაციის განსამხუტად, ეს აუცილებელია. მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს ვალდებულება აიღო“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ