LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“როცა შეურაცხყოფა ოჯახსა და შვილებს ეხება, თმენის ვალდებულება ჩემთვის მეასეხარისხოვანია”- ირაკლი ზარქუა

დაპოსტა 2025/01/24-ში
116
ნახვა
გაზიარება

შეურაცხყოფას ადეკვატურად ვუპასუხებთ და მისაღებს მიიღებენ. როდესაც შეურაცხყოფა ოჯახსა და შვილებს ეხება, თმენის ვალდებულება პირადად ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველი ვრცელი კომენტარი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო, რომელიც აბუ-დაბის პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომაც გაიზიარეს. რაც შეეხება ჯარიმას, ზარქუას თქმით, „მედიაში გავრცელებული ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ბევრად ნაკლები ჯარიმის გადახდა მოუწიათ“.

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბაში. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ სწორად მოვიქეცით. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო, ოჯახის, შვილებისა და ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაქცია გვექნება, იმიტომ, რომ კაცები და ქართველები ვართ.

ნახეთ პირველ დღეს, საუზმის დროს მცდელობა იყო, რომ პროვოკაცია მოეწყო და მიიღო მისაღები, მაგრამ ვიდეო არ დადო, რადგან არ იყო მისთვის სახარბიელო ვითარება. საოცარია თან მოდიხარ კამერით და თან პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მისაღებს მიიღებ. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, როცა ცოლ-ქმარმა დადგა სცენა, ბუნებრივია, პასუხი გავეცით. ეს ცოლ-ქმარი, რაღაც რეჟისურით დადგმული სცენარით, ახერხებდა იმას, რომ ის მონაკვეთი გადაეღოთ და გაევრცელებინათ, რაც სურდათ. შემდეგ მოხდა ის პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის შედეგი და მოცემულობა.

საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ, შესაბამისად გამოძიება დაიწყო, ამ საქმესთან დაკავშირებით. იმ სასტუმროში სხვა ქართველებიც ისვენებდნენ, მაგალითად, ის, ვინც თეფში ისროლა. არ ვიცნობთ მას, ეტყობა ამოუვიდა ყელში მათი პროვოკაციები და ისროლა თეფში, რომელიც მოხვდა იქ მომუშავე პერსონალს და ისიც ჯარიმის ქვეშ მოექცა. იმდენად ამოუვიდა ხალხს ყელში ეს პროვოკაცია, თეფშიც კი ისროლეს. არც ვიცნობთ იმ ადამიანს. შემდეგ იყო ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა აბუ-დაბი დაგვეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამ, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო. ჩვენ მესამე დღეა ჩამოსული ვართ. გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები და პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ 1 წელი მიუსაჯეს, 80 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს… ეს რაღაც სიგიჟე და მარაზმი. არაფერი მსგავსი, ჯარიმა გამოიწერა 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლები. იქ მეგობრები გვყავდნენ, რომლებმაც ის ჯარიმა გადაიხადეს და შემდეგ ამ 3 თუ 4 ათას დოლარს აქ გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ.

მინდა ყველას ვუთხრა, თმენის ვალდებულება ერთია, მაგრამ როდესაც შვილებს და ოჯახს ეხებიან, იქ ვინმეს რამე გავუტაროთ გამორიცხულია, მომავალშიც გაათმაგებულად მიიღებენ შედეგს. პირველ რიგში, ის ახალგაზრდა შემეცოდა, რომელიც არის უბრალოდ მართული და უსამშობლოები იყენებენ.

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მას ადვოკატები აუყვანეს ჯერ ერთი, მერე გამოუცვალეს. ჯერ თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმაო… აქედან იყო მართული და „ემესიჯებოდნენ“. ერთი ის ვიცი, რომ ეს ადამიანი გამოიყენეს, როგორც სხვა ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები. ასევე, ის მარაზმი, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში განხორციელდა ამ უსამშობლოების მიერ, ის დამონტაჟებული ფოტო-ვიდეოები, არ ვიცი რანაირად უნდა მოგივიდეს ეს თავში და განახორციელო, ვინც არ უნდა დაგიკვეთოს. ეს საკუთარ დედებს აჩვენონ და დარწმუნდებიან, რომ ვერ აღზარდეს შვილები, რომ ასეთი შვილები არ უნდა ჰყავდეთ, რომ ასეთ ბინძურ დაკვეთებს ასე ასრულებენ.

იქ დაკავებული აღარავინ არ არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 27, 2026
10
ამინდი

27 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 27, 2026
12
მთავარი

ვერძი   დღეს, სჯობს, გაერიდოთ სხვადასხვა გარჩევებსა და პრობლემურ საკითხებში ჩართვას, თუმცა უახლოეს მომავალში, თქვენი მოსაგვარებელი საქმე თქვენვე უნდა მოაგვაროთ .   კურო   საუკეთესო იქნება, თუ თქვენს ბობოქარ ემოციებს...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ სამტერდიაში აღმოჩენილ ,,საშიში ნარჩენებზე” გარემოსა და ჯანდაცვის სამინისტროებში

თებერვალი 26, 2026
946
მთავარი

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე შენობაში მოსახლეობამ იპოვა სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მათი თქმით, თვეზე მეტია იციან, რომ ნარჩენები იქაა. ,,რადიო თავისუფლების" ინფორმაცით „საშიში ნარჩენისადმი მოპყრობის...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან

თებერვალი 26, 2026
1.5k
მთავარი

დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან. შსს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება სამედიცინო ნარჩენებს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ადამიანების სხეულების ნაწილები იპოვეს

თებერვალი 26, 2026
16.7k
მთავარი

სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიოვებულ შენობაში ყრია - მძიმე სურათის ამსახველი ვიდეო TV პირველს სოფელ მელაურიდან გამოუგზავნეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

თებერვალი 26, 2026
698
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.55%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 26, 2026
402
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 27 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6741, ევრო – 3.1544, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6191 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარტიდან ამოქმედდება

თებერვალი 26, 2026
143
მთავარი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს. სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება....

დაწვრილებითDetails

ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 26, 2026
118
მთავარი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. როგორც ადვოკატმა, ია სირანაშვილმა  აღნიშნა, აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, კონკრეტულად მოსამართლის, დავით მაკარაძის...

დაწვრილებითDetails

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
291
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».