LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი

” როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია” – მიხეილ ყაველაშვილი

დაპოსტა 2025/02/27-ში
A A
50
ნახვა
გაზიარება

როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია – ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ“.

„დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე. ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოგვახსენა [ინფორმაცია] არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესად არის. ამინდმაც ხელი შეუწყო. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის, 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გზები გაწმენდილია. ელექტროენერგიის მხრივ 80-90 პროცენტი აღდგენილია. ქობულეთის რაიონში დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც ელექტროენერგია არ არის. მთავარი საკითხი ისაა, რომ ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, შსს-სა და თავდაცვის მინისტრები. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს მაშველ-მეხანძრეებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. აჭარაში მათი დახმარების საჭიროება არაა, მაგრამ გურიაში და იმერეთში იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმითვე, „მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდეს და არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“.

„ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია. ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა და გაგრძელდება მთელი ეს პერიოდი. მთელი კვირაა ვხედავდით როგორ მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია. მაქსიმუმს აკეთებენ, რისი შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა.

მე, როგორც პრეზიდენტს არ უნდა მიწევდეს, მაგრამ ეს დეზინფორმაცია და მავნებლური საკითხები იმდენად აშკარაა, რომ პირდაპირ ავნებს [სიტუაციას]. მათი მოტივია, რომ როგორმე დააზიანონ, მოსახლეობას აგრძნობინონ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მინდა, რომ საზოგადოებას ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარია, ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება.

შეიძლება პრეტენზიები ნებისმიერ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს რომ მხარში უნდა დავუდგეთ, მგონი ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც გამოდის და ახალი დაწყებული სტიქიიდან გამომდინარე იძახის, რომ ხელისუფლება არ გვყავს და პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას, ეს მიუღებელია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს ამ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დამაჯერებლობა. ამასთან, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინ პასუხისმგებელნი არიან ამ ქვეყნის განვითარებაზე და არსებულ სიტუაციაზე. ამასთან, კონკრეტულ საკითხზე გვქონდეს რეაგირება და არა იმაზე, ამან რა თქვა და იმან რა თქვა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ჩაქვში 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ჩაქვში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის რეზი ფალავანდიშვილმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა რეზი ფალავანდიშვილი - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გამორჩეული, უბოროტო,...

დაწვრილებითDetails

რომელია ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რომელია ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში
მთავარი

ფრენის დაჯავშნისას გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელი სავარძელი დაგიცავთ ყველაზე მეტად საგანგებო სიტუაციებში? ალბათ არა. ადამიანების უმეტესობა სკამებს კომფორტისთვის არჩევს - ზოგისთვის მოსახერხებელი ფანჯარასთან ჯდომაა, ზოგისთვის გასასვლელთან და ა.შ. არავის სურს...

დაწვრილებითDetails

ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მათივე ცნობით, თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

„საკუთარი სახლის წინ იდგა, შვილს და შვილიშვილს აცილებდა…“ – ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სოფელ გომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული კაცი დაიღუპა. „საკუთარი სახლის წინ იდგა... შვილს და შვილიშვილს აცილებდა. ჩვენი ოჯახიც დაღუპა და თავისი ოჯახიც!!  წარმოდგენა მაინც თუ აქვს, რა ადამიანი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის მომსახურების შესყიდვა იგეგმება. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა. „ღონისძიებას დაესწრებიან წყალტუბოში და...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ამწეს კაუჭი მოწყდა და მანქანას დაეცა

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
თბილისში, ამწეს კაუჭი მოწყდა და მანქანას დაეცა
მთავარი

თბილისში,  პოლიტკოვსკაიას ქუჩზე, ამწეს მოწყდა კაუჭი და მანქანას დაეცა როგორც ფეისბუქ ჯგუფი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს ქალს ფეხი დაუზიანდა.

დაწვრილებითDetails

გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე
მთავარი

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში, -...

დაწვრილებითDetails

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
თბილისში მამაკაცი დაჭრეს
მთავარი

თბილისში მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, მძღოლთან სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ხართ ენერგიულად და მოტივირებულად. კარგი დროა სამუშაო საკითხების დასალაგებლად. ფრთხილად იყავით ემოციებზე რეაგირებისას. კურო ფინანსური საკითხები წინა პლანზე წამოიწევს წამოიწევს. არ იჩქაროთ ხარჯვა. მშვიდად და რაციონალურად მიუახლოვდით ყველაფერს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"