“ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე -ღარიბაშვილი, რომელიც ახმოვანებდა რუსულ მესიჯს ბორელთან ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებოდა. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარები ღიაა, თუმცა ღარიბაშვილის ტალახიან, ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია ევროპაში არავინ არ გველოდება. იმ პირობებში, როცა მურუსიძის სასამართლოა, ჩვენ ევროკავშირში არავინ არ გველოდება, ამასობაში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ პირიქით, ფანტასტიკურია ჩვენ წინ მივდივართ. ბორელის განცხადებების შინაარსი იყო, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში იღვწის და პარალელურად რუსულ კანონს იღებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართ. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია, თურმე ჩვენი ბრალია, როცა საპენსიო რეფორმაზე ველაპარაკებით ხალხს, პაპუასებს, „რუსული ოცნება“ მოგვიგზავნის და ქვებით მოგვდევენ, თურმე ეს ევროპული სტანდარტია ღარიბაშვილის გაგებით, ან თურმე ბუკლეტს თუ დავარიგებთ ჩოხატაურში, სადაც არ გვინდა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერი გაიყიდოს, თავს უნდა დაგვესხას თურმე ჩიგოგიძის ზონდერ ბრიგადები, რომლებსაც მერე რამდენიმე ათას ლარად თავისუფლებას აჩვენებენ.”… | განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბორელი – ღარიბაშვილის ერთობლივი ბრიფინგის შეფასებისას
სოფელ ნოღაში, ოჯახი ზვიად გეგუჩაძეს ეძებს
სიციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ზვიად გეგუჩაძის დაკარგვის შესახებ. ბავშვი სოფელ ნოღიდან არის. მას ოჯახი ეძებს : სოფ. ნოღიდან სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა: ზვიადი გეგუჩაძე. დაკვირდით ფოტოს თუ ვინმეს გეცნობათ...