ზესტაფონში დაახლოებით 23 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას სააგენტო ,,ტოპნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით მამაკაცმა საკუთარი სახლის საპირფარეშოში თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ახლობლის თქმით, ახალგაზრდამ დილით დედა სამსახურში მიაცილა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და საპირფარეშოში თავი ჩამოიხრჩო.
ამ დროისთვის სუიციდის მიზეზი უცნობია.
“რომ ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- განუცხადეს სააგენტოს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
topnews.com.ge