გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსები მრევლმა, მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უკანასკნელ გაზე გააცილეს.
არქიმანდრიტი გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. იოსებ ბურჯანაძის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მონასტერში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდი, რათა საყვარელ მოძღვარს მრევლი გამომშვიდობებოდა.
მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. 16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრიდან ცეცხლი გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც მძიმე დამწვრობა მიიღო.