იტალიის დედაქალაქ რომში გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Ultima Generazione-ს („ბოლო თაობა“) აქტივისტებმა სენატის შენობას საღებავი შეასხეს. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა.
აქტივისტების განცხადებით, მათი პერფორმანსი წარმოადგენს პასუხს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, დაიწყოს ბურღვითი სამუშაოები ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად და განახლდეს ექსპლუატაციიდან გასული ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობა.