LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რომელ სკოლებში შეიძლება სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს

დაპოსტა 2023/09/11-ში
95
ნახვა
გაზიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მშობლების წუხილზე.

„იცით, რომ ახლა, ქვეყანაში დაწყებულია უპრეცედენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – 800 სკოლის და მეორე მხრივ, 200 სკოლის სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის. ანუ ჯამში, რომ ავიღოთ, ქვეყანაში, დაახლოებით 1000 სკოლაზე გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელთა ნახევარი, ანუ დაახლოებით 400 სკოლის უკვე დაწყებულია. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ალბათ, ამას ახსნა არ უნდა, რომ ვერ მოხდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, მითუმეტეს ახლიდან აშენება თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი დაახლოებით 200 სკოლაა და ბუნებრივია, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის“, – დასძინა მან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები.

„მინდა საზოგადოებას და ყველას ვთხოვო,რომ გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ პროცესს, ვინაიდან, სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“ , – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, სარემონტო ინფრასტრუქტურის დაგვიანების შემთხვევები ნამდვილად არსებობს, შესაბამისად, მიმართავენ კანონის ყველაზე მკაცრ საშუალებას, რადგან ამით ზიანდება საგაკვეთილო პროცესი.

„გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს იმ ვადაგადაცილების აღმოფხვრა, რომელიც არის. დაახლოებით ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, – განაცხადა ამილახვარმა.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
62
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
63
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
20
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
537
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
50
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.4k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
145
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
67
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
175
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
31
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».