LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს

რომელ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს

დაპოსტა 2019/09/25-ში
A A
296
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა, ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ momxmarebeli.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მაშინ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გააგზავნეს საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). შემოწმების შედეგად კი 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოაჩნდა, მოხვდნენ:

  • ფრჩხილის ლაქი – Olivia;
  • თხევადი ტუჩსაცხი – MAT 104 Seville;
  • თმის საღებავი – CLAIROL;
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი – Amalfy;
  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier-ი.

ახლა კი ცენტრის ცნობით, წინა კვლების ფარგლებში შემოწმებული 35 პროდუქტი და ასევე 5 თმის საღებავი კიდევ ერთი ნივთიერების – ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ცენტრის ცნობით, ფორმალდეჰიდი ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა.

„ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

ამავე დროს, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში. ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა,“-აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

იხილეთ, ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმებული პროდუქციის ჩამონათვალი:

თეგები: კვლევამომხმარებელთა უფლებებიპარფიუმერიასიმსივნე
გაზიარება137

დაკავშირებული -პოსტები

კიდევ ერთი გადარჩებილი სიცოცხლე

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
კიდევ ერთი გადარჩებილი სიცოცხლე
მთავარი

თბილისის მე-7 ფილიალის 0731 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა, სადაც ოჯახის წევრები პანიკაში მყოფები დახვდათ.   სააბაზანოს კარებთან 60 წლამდე უგონო მამაკაცი იწვა,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს – მაია ბუწაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

"ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა ჭიათურაში უნდა განხორციელებულიყო – ნახეთ რისი შეძენა იგეგმებოდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა ჭიათურაში უნდა განხორციელებულიყო – ნახეთ რისი შეძენა იგეგმებოდა
მთავარი

მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში 15 100 შესყიდვა გამოცხადდა. ამ ტენდერებიდან 1 941 არ შედგა, 991 დასრულდა უარყოფითი შედეგით, 10 318 შესყიდვაზე ხელშეკრულება დადებულია, დარჩენილი...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეძლებთ ქუთაისიდან ვენეციაში გამგზავრებას

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს
ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვენეციის მიმართულება ემატება. Wizz Air ახალ მარშრუტზე ფრენებს 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები სამშაბათსა და შაბათ დღეს შესრულდება. ამასთანავე, ავიაკომპანიის ფრენებს Airbus A321neo...

დაწვრილებითDetails

ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად – პუტინი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
დიახ,ჩვენ ვბომბავთ უკრაინის ინფრასტრუქტურას,მაგრამ პირველად ვინ დაიწყო ეს?_პუტინი
მთავარი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. „როგორც ყველასთვის ცნობილია,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში მიგრანტების გემი ჩაიძირა – დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
იტალიაში მიგრანტების გემი ჩაიძირა  –  დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა
მთავარი

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა. Reuters-ის ინფორმაციით, მაშველებმა 60 გადარჩენილი ნაპირზე ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები კიდევ გრძელდება და შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს....

დაწვრილებითDetails

ფუტკრის ნაკბენმა 31 წლის კაცი იმსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
ფუტკრის ნაკბენმა 31 წლის კაცი იმსხვერპლა
მთავარი

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აღ­მა­მედ­ლო­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მწე­რის ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 წლის ორ­ხან ჰა­სა­ნო­ვი ფუტ­კარ­მა უკბი­ნა, რის შემ­დე­გაც მას სა­ვა­რა­უ­დოდ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას...

დაწვრილებითDetails

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა (+ფოტო)

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. პირველ ოქტომბერს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"