ჰოროსკოპი მჭიდროდ უკავშირდება თითოეული ადამიანის უნარებსა და ნიჭს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰოროსკოპის გამოყენება პროფესიის შერჩევის დროს. პროფესიონალმა ასტროლოგებმა ჩაატარეს სტატისტიკური კვლევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს ე.წ. პროფესიების ჰოროსკოპი, ანუ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გარკვეული საქმიანობა შეეფერება.
ზოდიაქოს ყველა ნიშანი იყოფა ცეცხლის, მიწის, ჰაერისა და წყლის სტიქიად.
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან ვერძი, ლომი, მშვილდოსანი; მიწის სტიქიის – კურო, ქალწული, თხის რქა; ჰაერის სტიქიის – ტყუპი, სასწორი, მერწყული და წყლის სტიქიის – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.
ცეცხლის ნიშნები თავს ყველაზე კარგად ავლენენ სფეროებში, სადაც საჭიროა გარისკვა, ინიციატივის გამოჩენა, რაღაც ახლის შექმნა. მაგალითად, ბიზნესის განვითარება ნულიდან, წარმატება სპორტულ საქმიანობაში და სხვ.
მიწის ნიშნებს უფრო შეეფერებათ შემოქმედებითი სპეციალობები, მაგ. ქანდაკება, მხატვრობა, მწერლობა, მათ შორის ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი და მსახიობია. ეს ადამიანები თავიანთ შემოქმედებაში ქმნიან პრაქტიკულად მატერიალურ რეალურ სამყაროს.
ჰაერის ნიშნები ერთდროულად რამდენიმე საქმეს შესანიშნავად უმკლავდებიან. მათ შეეფერებათ პროფესიები, სადაც საჭიროა ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადართვის უნარი და სიტუაციის მართვა. სტატისტიკურად ჰაერის ნიშნები არიან შესანიშნავი ჟურნალისტები, მძღოლები და ა.შ.
წყლის ნიშნები შესანიშნავად უმკლავდებიან ფსიქოლოგებისა და თუ სასულიერო პირების მოვალეობებს. მათ აქვთ ადამიანის ხასიათისა და ტემპერამენტის გაგების უნარი. არიან შესანიშნავი დიპლომატები და მოლაპარაკებების წარმოებაში ბადალი არ ჰყავთ.