საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 %-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერია ლიმონი, რომლის ფასი წლიურად 101.5%-ით არის მომატებული.
- ლიმონი – 101.5%
- კივი – 50%
- კარტოფილი – 38%
- კომბოსტო – 32%
- ნაყინი – 29%
- მზესუმზირის ზეთი – 28.4%
- კაკაო – 27%
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 25%
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 23.4%
- ქლიავი – 21%