LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რომელია ყველაზე ‘ფულისმშოვნელი’ ზოდიაქო?

დაპოსტა 2019/07/21-ში
203
ნახვა
გაზიარება

მაშ, ასე გარეგნულ სილამაზეზე ვისაუბრეთ ზოდიქოს ნიშნების მიხედვით, ამჯერად კი ჯერი ფინანსებზე და მათი გამომუშავება-ხარჯვის უნარზე მიდგა. მოკლედ თუ გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა შანსები ცხოვრებაში დიდი ფული იშოვნოთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მონახეთ ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის. მივყვეთ რიგითობით

ვერძებს ფულის შოვნის ნიჭი ნამდვილად აქვთ, მაგრამ მათი ხარჯვის ნიჭი გაცილებით დიდია ამ ადამიანებში. ნებისმიერი ტიპიური ვერძი, თუ მას კუროს გავლენა არ აქვს პირად რუკაში.საშინლად მფლანგველი და ხელგაშლილია, ოღონდ საკუთარი თავისთვის ხარჯვაც ისევე უყვარს ვერძს, როგორც მეგობრებისთვის.

აი თუ ვინმეს ფულის შოვნის და განსაკუთრებით შეგროვება-დაგროვების ნიჭი დაყვა დაბადებით, ეს კუროა. კურო ზოდიაქოს მეორე სახლს განაგებს-ეს კი ფულის სახლია. ამიტომ კურო დიდი ქონების პატრონი რომც არ გახდეს, მათხოვრად დაგდებულს მაინც ვერ ნახავთ მასე. რასაც გამოიმუშავებს, უმისამართოდ არასოდეს გაატანს ქარს ეს ადამიანი.


image

ტყუპებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ, თუმცა შოვნაზე მეტად ფლანგვა უყვართ. მათი შემოსავლის წყარო ძირითადად რამე კომუნიკაციის სფერო ან ლიტერატურაა. წერის ნიჭს და ტყუპის ზოდიაქოს შორის დიდი კავშირია.ასე რომ ტყუპებო, დროა ხელი კალამს კი არადა კომპიუტერის კლავიატურას მოჰკიდოთ.

 

კუროს მერე ზოდიაქოს დიდი “ფულისტი” და “კუპიუროლოგი”კირჩხიბია. შემთხვევით კი არ იბადება ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე მეტი ბიზნესმენი. კიბოს ყიდვა-გაყიდვის ნიჭთან ერთად ფულის დაგროვებაც საშინლად უყვარს. მგონი მუთაქაში ფულის გამოკერვის პრაქტიკა სწორედ კირჩხიბებმა დანერგეს რეალობაში.

 

ლომებს იცოცხლე ფუფუნებით ცხოვრებაზე “აკანკალებთ” და ხშირად ისე გამოიყურებიან, გეგონება თავად როკფელერი თუ არა როკფელერის გარე ბიძაშვილია. თუმცა ლომს ფულის შოვნაც შეუძლია, მთლად მასეც კი არაა საქმე. ნუ ეხლა ამ ფულს რომ ერთ დღეში ძვირფას კაბაში ან რესტორნის დახურვაში მიახარჯავს, ეს სხვა თემაა.

 

ქალწული რომელსაც საკუთარი დანაზოგი ბავშვობიდან არ გააჩნია, თამამად შეიძლება ანტი-ქალწულად მოვნათლოთ. ფულის შოვნა ქალწულებს არამარტო უყვართ, ის მთელი მათი ცხოვრების აზრი, კრედო და დევიზია. ამიტომ ფინანსური გაჭირვება მათ ცხოვრებაში იშვიათი შემთხვევაა.

 

 

image

სასწორს მერყევი ხასიათის გამო, ხან მფლანგველობა ემართება, ხან კი უკიდურესი სიძუნწე, გააჩნია რომელი პინა როგორ გადაიხრება მის თავში. თუმცა ფულის გამომუშავებასაც ახერხებს ეს ხალხი. ხშირად საკუთარი ვიზუალური იმიჯის “სარფიანდა გაყიდვის” წყალობით. არა არა, ეს ის არ არის რაც იფიქრეთ :)) სასწორის ნიშნით ბევრი მოდელი იბადება, ესაა და ეს

მორიელს ძალაუფლება უყვარს, ძალაუფლების მოსაპოვებლად კი ფული აუცილებელი კომპონენტია. ამიტომ, მორიელი მის საშოვნელად (ხშირად იოლი გზებითაც) არაფერზე დაიხევს უკან. ამ ხალხს ხელგაშლილს ნამდვილად ვერ დაარქმევ, მაგრამ თუ ვინმე უყვართ მისთვის არაფერს დაინანებენ.

ზოდიაქოს ყველაზე დიდ მფლანგველს მშვილდოსანს ფულის შოვნაც წარმატებით შეუძლია, უფრო ხშირად ეს მისი მფარველი პლანეტის ოუპიტერის დამსახურებაა, რომელიც წარმატებას განაგებს. ამიტომ მშვილდოსნები, ხშირაც ფულს, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ყოფნის წყალობით უფრო ახერხებენ, ვიდრე მუხლჩაუხრელი შრომით

უდიდეს “ვოკოჰოლიკს” თხის რქას, მუშაობა და ფული ერთნაირად უყვარს, ისევე როგორც მის მოძმე ქალწულს. თუმცა ქალწულისგან განსხვავებით თხის რქას გაცილებით დიდი კარიერული მადა და ამბიციები აქვს. ამიტომ ფულს, საზოგადოებაში სასურველი სტატუსის მისაღწევადაც წარმატებით იყენებს.

მერწყულებს, ფულის მიმართ ძალზე ზერელე დამოკიდებულება გააჩნიათ. მათთვის ფული, საშულებაა რომ იცხოვრონ და ფინანასები, არასოდესაა ჭეშმარიტი მერწყულის თვითმიზანი. თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსოფლიო მილიარდელთა სიაში სწორედ რომ მერწყულები ხვდებიან.ეს იმიტომ, რომ მათ ადამიანებთან მიდგომა ეხერხებათ კარგად.

imageრაც შეეხებათ თევზებს, მათ შორის უფრო მეტ უფულო ხელოვანს შეხვდებით ვიდრე დიდი ქონების პატრონ ბიზნესმენს, თუმცა ბედისწერის წყალობით, ზოგჯერ ისინიც ექცევიან ტალღის ქიმზე ცხოვრებაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც, კი თევზები არასოდეს ხდებიან ქედმაღლები და საკუთარ ადამიანურ, ჰუმანურ ბუნებას ბოლომდე ინარჩუნებენ.

 

თეგები: ზოდიაქოფული
გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

„ფორტუნა მათ მხარეს გადადის…“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი წარმატება ელოდებათ

იანვარი 17, 2026
585
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება და ფორტუნა მათ მხარეს გადადის. თხის რქა თქვენი შრომა დაფასდება. გაგიჩნდებათ ახალი ენერგია და ენთუზიაზმი. სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 17, 2026
374
მთავარი

ვერძი   ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაფიქრდით რამდენად სწორად მოქმედებთ, რამდენად სწორი გზით მიდიხართ. ემოციურად არასტაბილური დღეა.   კურო   დღეს შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს....

დაწვრილებითDetails

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 16, 2026
416
მთავარი

ვერძი რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: მცირედი სიგნალების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. კურო გააკონტროლეთ თქვენი სიტყვები. უხეში განცხადებით, შეიძლება, შეურაცხყოთ საყვარელი ადამიანი. ტყუპები მთავარი, რისი დემონსტრირებაც დღეს...

დაწვრილებითDetails

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 14, 2026
19
მთავარი

ვერძი გარდამტეხი მომენტი დადგა, უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები და, ამავე დროს, აწარმოოთ მოლაპარაკებები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაზე. კურო გაერიდეთ ხმაურიან სიტუაციებს და სახლში განმარტოვდით. სასურველია, მეტი სიდინჯე და დაკვირვება...

დაწვრილებითDetails

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 13, 2026
46
მთავარი

ვერძი დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. გამორიცხული არ არის, საკუთარი წარსულიდან ვიღაც მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ. კურო ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან,...

დაწვრილებითDetails

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 12, 2026
427
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია სამუშაო საკითხების დასასრულებლად. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.   კურო   მოერიდეთ ზედმეტ რისკს და ფიზიკურ გადაღლას. მშვიდი ტემპი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებული...

დაწვრილებითDetails

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 10, 2026
658
მთავარი

ვერძი სასიკეთო დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, აი, შემოთავაზებებს რაც შეეხება, სწორად განსაზღვრეთ რისკები, ნუ იქნებით ჯიუტი, მეტი ტაქტიანობა და დიპლომატია გამოიჩინეთ. კურო მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, რაც შეგიძლიათ, მშვენივრად...

დაწვრილებითDetails

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 9, 2026
437
მთავარი

ვერძი   თქვენი ოჯახური ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სწორედ ამ დღეს დაიწყოთ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული....

დაწვრილებითDetails

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 8, 2026
413
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. კარგი დროა ინიციატივისა და ახალი იდეების რეალიზებისთვის. კურო ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. სჯობს სპონტანურ ხარჯებს მოერიდოთ. ტყუპები კომუნიკაცია წარმატებულია. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება. კირჩხიბი ემოციური ფონი იმატებს....

დაწვრილებითDetails

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 5, 2026
576
მთავარი

ვერძი აქტიური დღეა ინიციატივებისთვის. მოერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, მაგრამ სტაბილურობა ნარჩუნდება. ტყუპები კომუნიკაცია წარმატებულია. კარგი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი კონტაქტებისთვის. კირჩხიბი ყურადღება ოჯახსა და პირად სივრცეზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».