რომან დოლიძის შემდეგი მოწინააღმდეგე მარვინ ვეტორი იქნება. ცოტა ხნის წინ, მებრძოლმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის აცხადებს რომ კონტრაქტს ხელი მოაწერა და მარტში ოქტაგონში დაბრუნდება. ახლა კი დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მებრძოლი იტალიელი ოპონენტის წინააღმდეგ გამოვა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მებრძოლები ერთმანეთს უკვე შეხვედრილან, 2023 წლის მარტში და იმ დროს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვეტორიმ მოიგო. როგორც ვხედავთ, “კავკასიელს” რევანშის აღების შესაძლებლობა მიეცა.