სისხლის უანგარო დონაციის სურვილი ბევრ ადამიანს აქვს. საინტერესოა რამდენად შეუძლიათ იყვნენ დონორები კოვიდგადატანილი პაციენტები და ასევე ის პირები, ვინც სრულად ვაქცინირებულები არიან.
სისხლის დონაციასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში ევროსაბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტი, ლევან ავალიშვილი საუბრობს. როგორც იგი ამბობს, ადამიანს სისხლის დონორი შეუძლია იყოს კორონავირუსის გადატანიდან 14 დღის შემდეგ.
კოვიდგადატანილ პაციენტს შეუძლია სისხლის ჩაბარება უკანასკნელი სიმპტომების გაქრობიდან 14 დღის შემდეგ.
„თუ დაავადება სიმპტომებით მიმდინარეობდა, სისხლის ჩაბარება შესაძელებლია ბოლო სიმპტომის გაქრობიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო თუ დაავადება უსიმპტომო იყო, დადებითი ტესტის პასუხიდან 14 დღის შემდეგ“,- აცხადებს ლევან ავალიშვილი.
„სრულად ვაქცინირებულ პირებს ასევე შეუძლიათ თავისუფლად გაიღონ სისხლი ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ, თუ სხვა ხელისშემშლელი პირობა არ არსებობს. (ტატუ არ უნდა ჰქონდეთ გაკეთებული, არ უნდა იყვნენ ნამყოფი სალონში, არ უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ინექციები).
რეციპიენტი (მიმღები) შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის კოვიდგართულების მქონეც“,- ამბობს ლელა სტურუა.










