ბუნებრივი აირის ტარიფები საქართველოში 2026 წლის დეკემბრამდე უცვლელად შენარჩუნდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ამჟამად ქვეყანაში გაზის 1-წლიანი ტარიფები მოქმედებს.
შეგახსენებთ, სემეკ-ის მიერ მოქმედი ტარიფების 1 წლის ვადით გახანგრძლვების გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში იქნა მიღებული.
ამჟამად, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები კომპანიების მიხედვით, ასე განისაზღვრება:
- „თბილისის ენერჯი“ – 1 კუბური მეტრი: 53.971 თეთრი;
- „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 1 კუბური მეტრი: 56.928 თეთრი;
- „საქორგგაზი“ – 1 კუბური მეტრი: 56.990 თეთრი;
- „თელავგაზი“ – 1 კუბური მეტრი: 58.863 თეთრი.
ტარიფებზე გადახედვა სავარაუდოდ, სწორედ 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2026 წლის დეკემბრის თვეში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი დერეგულირებულია, შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიებს – “თბილისი ენერჯისა” და “სოკარ ჯორჯია გაზს”, ტარიფის გაზრდა სემეკის ნებართვის გარეშეც შეუძლიათ.
bpn.ge










