რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
რეჟისორის პანაშვიდები ყოველ დღე იმართება – ვაჟა ფშაველას 35 ( ასათიანის და ვაჟას კუთხე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს წინ) 1 სადარბაზო – 6 სართული.
რეჟისორს ხუთშაბათს, 2 საათზე, ნუცუბიძის 3 მიკრორაიონის ” ხარების ” ტაძარიდან გამოასვენებენ. ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მას.
რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში 7 დეკემბერს გარდაიცვალა.