ზვიად სვანაძეს ვასაფლავებთ 18 ნოემბესრს შაბათს 14 სთ გამოსვენება მესხიშვილის თეატრიდან – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან როხვაძე წერს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ზვიად სვანაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა თეატრში.










