LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული – დოქტორი ფაუჩი

დაპოსტა 2020/04/04-ში
262
ნახვა
გაზიარება

“როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული. ” – ამის შესახებ დოქტორმა ენტონი ფაუჩმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

გთავაზობთ ინტერვის, რომელიც ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, არასამთავრობო ორგანიზააციის ,,ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა თარგმნა:

–  ნიღბები… ვიცით რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე მოუწოდებს ყველა ამერიკელს გამოიყენოს ნიღაბი, არადა რამდენიმე დღის წინ გვეუბნებოდნენ, რომ ეს არაა აუცილებელი…

– სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვდის იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვისაც არავითარი სიმპტომი არ აქვთ, შეიძლება იყვნენ ვირუსის გადამტანები და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის გაკეთება (ვირუსის გადაცემა) შეუძლიათ უბრალოდ ლაპარაკის დროს. ამდენად სულ ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ლაპარაკისას ხმის გამოყოფის სისწრაფესთან ერთად ხდება ვირუსის გამოყოფა, ვირუსი ძალიან შორს არ აღწევს ასეთ დროს, მაგრამ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია არის აუცილებელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ადამიანები ისეთი ელემენატრული საქმეეების მოსაგვარებლად გადიან ხოლმე სახლიდან, როგორიცაა სურსათის ან წამლის ყიდვა და უნებლიედ, შესაძლოა, აღმოჩნდენენ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ახლოს დგანან ვირუსის მატარებელ ადამიანთან. ასეთ დროს ტრანსმისია (გადაცემა) შესაძლოა მოხდეს.. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ნიღბები ატაროს, რადგან ორივე, ის ვინც დაინფიცირებულია და ის, ვინც ჯანმრთელია დაიცავს ერთმანეთს.

– როგორი ტიპის ნიღბები უნდა ვატაროთ?

– პირველ რიგში დამცავი ნიღბები ჭირდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა, ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მასობრივად დაიწყებს ნიღბების შეძენას, ჩვენი სამედიცინო პერსონალი არ დაზარალდეს, ვინც უშუალოდ იბრძვის კორონავირუსით დაავადებულთა სისცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ არ არის აუცილებელი ასეთი ნიღაბი პროფესიონალური ტიპის იყოს, ეს შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი საშუალება, რომელიც სახეს დაგიფარავთ.

– რაც შეეხება ამ ახალ ორგანიზმს, ხალხი გვეკითხება, რა ახალი ინფორმაცია არსებობს, რამდენი ხანი ჩერდება ჰაერში ეს ვირუსი? ან თუნდაც ნივთების ზედაპირზე?მაგალითად პარკების სახელურებზე, რომელიც სასურსათო მაღაზიიდან მოგვაქვს? ქაღალდის ფურცლებზე, ან სხვა ნივთებსა თუ ზედაპირებზე? რა არის ცნობილი ამის შესახებ?

– კვლევები ჩატარდა კონკრეტულად რადმდენ ხანს ცოცხლობს ეს ვირუსი მეტალზე, ემალზე, სხვა ზედაპირებზე, ტანსაცმელზე… ვირუსი რჩება სხვადასხვა დროის განმავლობაში, შესაძლოა რამდენიმე საათი, 1 ან 2 დღე, თუმცა მისი კონცენტრაცია შესაძლოა იყოს იმდენად მცირე, რომ არ წარმოადგენდეს საფრთხეს. იმისთვის რომ ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხე თავიდან ავიცილოთ, უნდა მუდმივად ვწმინდოთ ის ადგილები, რომელსაც ხშირად ვეხებით სპირთის შემცველი ან სხვა სადეზინფექციო ხსნარებით. რასაკვირველია პირველი რეკომენდაცია ხელები ხშირად დავიბანოთ. მე მაგალიტად 50ჯერ ვიბან ხელებს დღის განმავლობაში…

 – როდის შეიძლება მოეშვას, მოდუნდეს, ამოისუნთქოს ხალხმა?

დოქტორი ფაუჩი:ჩვენ შესაძლოა შევქმნათ პროგრამა, რომელიც რამდენიმე კვირის პროექციას გააკეთებთ და დავინახავთ როგორ ეშვება ქვემოთ მრუდი, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ვირუსი თავად ქმნის საკუთარ გრაფიკს და, არა მე ან თქვენ, ჩვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
ახლა იმ გრაფიკზე, რომლესაც პირველ რიგში ვაკვირდებით, იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა… თუ ეს დასტაბილურდა, იმის მაგივრად, რომ იზრდებოდეს, ამის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური თერაპია და სიკვდილიანობაც დასტაბილურდება.
საქმე ისაა, რომ არის ყოველთვის ჩამორჩენა ახალი შემთხვევების სტაბილიზაციასა და სიკვდილიანობის ზრდას შორის. შესაძლოა, პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ასეა: სტაბილიზაციას როცა მივაღწევთ, სიკვდილიანობის მატება კვლავაც გაგრძელდება, სანამ სტაბილიზაციის მაჩვენებელს არ დაეწევა და გაუტოლდება, ერთ დონეზე არ დადგება. და იმის უტყუარი ნიშანი, რომ რაღაც სასიკეთო ხდება იქნება ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაიწყებს კლებას. სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით ნიუ იორკში,ნიუ ორლეანში, ჩიკაგოში, დეტროითში – ვაკვირდებით როდის დაიწყება ახალი შემთხევევების მონაცემთა სტაბილიზაცია. ახლა ძალიან ცუდ ეტაპზე ვართ. იქნება გაუარესება მანამ, სანამ გაუმჯობესება დაიწყება.მინდა ამერიკელებს ვუთხრა და გავამხნევო, რომ მოვლენები უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცველბა და ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ კრიზისიდან.

 – ვიცი არ გიყვართ წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ პირველად როდის მიხვდით რომ ეს ვირუსი უჩვეულო რამაა, რომ არ გავს იმას, რაც აქამდე იცოდით და გაცილებით სერიოზული საფრთხეა?

– სადღაც იანვარის დასაწყისში, როცა ჩინელებმა განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ ვირუსი, რომელიც ცხოველისგან ადამიანს გადაეცა და რომ ადამინიდან ადამინზე გადაცემა არ მომხდარა, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო…რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. მაგრამ კოშმარული სწორედ ის იყო, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა ვირუსი ამას, ის მოქმედებდა ძალიან სწრაფად და როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული.

–  უკვე ყველამ ვიცით, რომ ჩინელები არ იყვნენ საკმარისად გამჭვირვალე მონაცემების და ფაქტების მოწოდებაში თავიდანვე. ჩინელები რომ ყოფილიყვნენ უფრო ღია და დანარჩენი მსოფლიოსთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ვირუსის ბუნების და ზიანის მასშტაბის შესახებ, ეს შეამცირებდა თუ არა იმ გავლენას, რაც ამ პანდემიამ დანარჩენ მსოფლიოზე მოახდინა და კერძოდ შეერთებულ შტატებს მიეცემოდა თუ არა ამით მეტი დრო იმისთვის, რომ შესაბამისად მომზადებულიყო?

– არ მგონია, რამე შეძლებდა ამ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, ერთადერთი: რომ გვცოდნოდა მაშინ, როდესაც ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩინეთში ვრცელდებოდა, თუ რამდენად სწრაფად გადამდები იყო ის, მე ვფიქრობ სხვა ქვეყანები სწრაფად შეაჩერებდნენ ჩინეთიდან მოგზაურთა რაოდენობას, ეს დაგვიანება გამჭვირვალობაში იყოს გავლენის მომხდენი.

– არის თუ არა ეს ჩინეთის ხელისუფლებსი პასუხისმგებლობა?

– მგონია, რომ დიახ, არის

 – თქვენი მისამართით მუქარები იყო, ვიცით რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები არის მიღებული, არის კი ეს ის სამსახური, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ?

– ეს ის ცხოვრებაა, რომელიც მე ავირჩიე, რაც არის, ეს არის. არ მომწონს, რომ ჩემი სამსახურის გამო ჩემი ოჯახი ზიანდება.

სტატია თარგმნა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, არასამთავრობო ორგანიზააციის ,,ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი.

გაზიარება109

დაკავშირებული -პოსტები

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
5
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
4
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails

„ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი“ – რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე

იანვარი 29, 2026
199
მთავარი

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან. სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს,...

დაწვრილებითDetails

” აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში’- ბადრი ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
6
მთავარი

მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაში - აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და...

დაწვრილებითDetails

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

იანვარი 29, 2026
12
მთავარი

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას...

დაწვრილებითDetails

“ახალი რეგულაციების დაანონსება ამერიკული დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს “- ზურაბ ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
12
მთავარი

კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს - არ მჯერა დამთხვევების, რომ ჩამოსულია ამერიკის დელეგაცია და მაინცდამაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს, აცხადებენ...

დაწვრილებითDetails

“პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს საკითხებს, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი იქნება 6 წელი, მე-11 კლასში კი რეპეტიტორიუმი შეიქმნება” -გივი მიქანაძე

იანვარი 29, 2026
16
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის. „საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ...

დაწვრილებითDetails

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

იანვარი 29, 2026
6
მთავარი

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

იანვარი 29, 2026
15
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».