აკაკი წერეთლის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამერტი ავრცელებს:
”15 სექტემბერს 01:00 სთ-დან ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
2020 წლის 15 სექტემბერს, ღამის 01:00 სთ-დან ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმეობის მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.” – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპია და აღნიშნული მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით, 15 ოქტომბრამდე შეიზღუდება.










