სამეგრელოს უკანასკნელი მთავრების დადიანების დინასტიის შთამომავლები პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა დე შაბო ტრამეკური სოფელ ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციაში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
ფოტოებს “Bedalaga Studio” ავრცელებს.
“ადგილი, სადაც ცოცხლდება ისტორია, კულტურა და ტრადიციები. მე კი ვეცადე მათი თბილი დღე გადმომეცა კადრებად თქვენთვის, როგორც ყოველთვის ამ ფოტოების დათვალიერებთ თქვენ შეიგრძნობთ სითბოს, სიყვარულს და რა თქმა უნდა დიდ ისტორიას” – წერს ფოტოგრაფი ფესიბუკზე.
სოფელი ჭკადუაში ზუგდიდან 15 კილომეტრში მესტიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
https://www.facebook.com/SamegreloDMO/videos/532138241007690/?v=532138241007690&external_log_id=7f200ab2-59c6-4234-a3f0-e9f43ab3f263&q=%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%20%E1%83%AD%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98