2 მაისს ტრადიციულად ქუთაისში “გვირილობის დღე” აღინიშნება. ქუთაისის მერიამ, უკვე გამოაქვეყნა პროგრამა, იმის შესახებ თუ რა ღონისძიებები გაიმართება ამ დღეს ქუთაისში.
შეგახსენებთ შარშან, ” გვირილობა 2021 ” კოვიდ-რეგულაციების გამო მოკრძალებულად აღინიშნა.
„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა