LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ შეიცვალა ფასები აგვისტოში

დაპოსტა 2019/09/03-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 4.2 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.5 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), თევზეული (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.6 პროცენტიანი მატება, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე (1.6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18.2 პროცენტი), თევზეული (16.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-3.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.4 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.2 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.9 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი),“ – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში

თეგები: პროდუქტისურსათიფასებიჯანდაცვა
გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარსა და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6759 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ეღირება 1 გრამი ოქრო 28 თებერვალს

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.01%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6759, ევრო – 3.1581, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6066 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
თებერვალი 26, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.55%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
თებერვალი 26, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 27 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6741, ევრო – 3.1544, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6191 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

by მეგა TV
თებერვალი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6742 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6742 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"