ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია მოწყობილობაზე, რომელსაც დახურული წიგნის წაკითხვა შეუძლია.
მეცნიერებმა საცდელად ფურცლების შეკვრა გამოიყენეს, სადაც თითო ფურცელზე თითო ასო იყო დატანილი. სისტემამ ზედა ცხრა ფურცელზე ასოები სწორად ამოიცნო.
სიახლემ განსაკუთრებით დააინტერესა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის (Metropolitan Museum of Art) თანამშრომლები, რომლებსაც იმედი გაუჩნდათ, რომ უძველესი წიგნების წაკითხვას ხელით შეხების გარეშე შეძლებენ. ახალი ტექნოლოგიით ასევე შესაძლებელი წამლების შიდა ფენების შესწავლა.
სისტემა ვიზუალური შინაარსის ანალიზის ალგორითმების საფუძველზე მუშაობს, რომლებიც დამახინჯებულ ან არასრულ გამოსახულებებს სიმბოლოებად აღიქვამენ.
თუ კომპიუტერი ბუნდოვან გამოსახულებებს ადამიანზე უკეთ აღიქვამს, ეს შეიძლება ცოტა საშიშიც კი ჩანდეს.
მოწყობილობა ტეტრაჰერცულ გამოსხივებას იყენებს (მიკრო და ინფრაწითელ ტალღებს შორის), რომელსაც, სხვა სახის გამოსხივებასთან შედარებით, გარკვეული უპირატესობები აქვს და საგნებში შეღწევა შეუძლია.