მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ საქართველოში, სადაც მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი“, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სოხაძის თქმითვე, ქვეყანაში ყველა ბავშვს საკუთარი ჭერი, სითბო და შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს.
„მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ საქართველოში, სადაც მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი, არ იქნება არავინ უმუშევარი, მაქსიმალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში იქნება მაქსიმუმ ათი მინიმალური ხელფასის ოდენი და მეტი არა.
სადაც არც ერთი ბავშვი მშიერი არ დაწვება და იქნება ბედნიერი, კმაყოფილი, ექნება ჭერი, ექნება სითბო. ეყოლება დედა მამა და ბედნიერი ახალი წელი გაუთენდებათ“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.