LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ უნდა ებრძოლოთ ტილებს ეფექტურად

დაპოსტა 2021/06/05-ში
609
ნახვა
გაზიარება

თავის ტილი ბევრი ბავშვისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. მშობლებიც ხშირად ღელავენ ამ საკითხზე და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ეფექტური პრეპარატები არსებობს, სოციალურ ქსელში მაინც კითხულობენ, რა გზით შეუძლიათ, ებრძოლონ პრობლემას. რამდენად ხშირად მიმართავენ ექიმს ტილის პრობლემით, რომელ სეზონსა და ასაკშია უფრო აქტუალური და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება:

– ამ პრობლემით ექიმთან მიმართვიანობა არა მარტო ჩემთან, არამედ, ზოგადადაც, არ არის მაღალი, რადგან აფთიაქებში ძალიან ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს, რომლებსაც რეცეპტის გარეშე გასცემენ. შესაბამისად, უმეტესი შემთხვევა ექიმთან ისედაც

ვერ ხვდება, მშობლები სწორედ აფთიაქში ყიდულობენ მედიკამენტებს და ამით უმკლავდებიან პრობლემას. ასაკობრივად, უფრო აქტუალური სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია, სეზონურადაც უფრო ხშირი ზაფხულის პერიოდშია.

– ტილის ნაკბენმა შესაძლოა ბავშვს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა შეუქმნას?

– უშუალოდ ნაკბენს პრობლემის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა ეს პროცესი ხშირად ძლიერ ქავილთანაა ასოცირებული, რითაც შესაძლოა ბავშვმა კანის საფარველი დაიზიანოს. თუ კანის საფარველი დაზიანდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ინფექცია შეიჭრას და პროცესი გართულდეს.

– რომელიმე ჰიგიენური საშუალება ხომ არ უწყობს ხელს მათ გაჩენას?

– არა, ასეთი საშუალებები არ არსებობს.

– თმის ტიპზე რამდენად არის დამოკიდებული ტილებისადმი მიდრეკილება. საერთოდ, არსებობს ტილებისადმი მიდრეკილება?

– მიდრეკილება ნამდვილად არ არსებობს და არც თმის ტიპზეა დამოკიდებული. ყველა ტიპისა და ფერის თმაზეა

შესაძლებელი განვითარდეს ეს პრობლემა.

– ტილების მოსაშორებლად ბავშვებს ხშირად თმას პარსავენ. თმის სრულად გადაპარსვა რამდენად მიზანშეწონილია, ეს მართლა აუმჯობესებს თმის ხარისხს?

– რა თქმა უნდა, თმის გადაპარსვა ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, მაგრამ რადიკალური ზომები რომ არ მიიღონ მშობლებმა, როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი საშუალებები არსებობს სააფთიაქო ქსელში, რომელთა შეძენაც ურეცეპტოდ შეუძლიათ და პრობლემაც მარტივად მოგვარებადია. მათ შორის, ყველაზე ეფექტურია პერმეტრინის შემცველი მედიკამენტები. რაც შეეხება თმის ხარისხის გაუმჯობესებას, გადაპარსვა ხარისხზე არ მოქმედებს. როდესაც ქალბატონებს გრძელი თმა აქვთ, თმის ბოლოები გარკვეული დროის განმავლობაში ფუჭდება, თუ ამის მოჭრას ჩავთვლით ხარისხის გაუმჯობესებაში, რა თქმა უნდა, ეფექტურია. მაგრამ, მთლიანად გადაპარსვით თმის ხარისხი არ იცვლება.

– ტილების მოსაშორებლად უამრავ საშუალებას მიმართავენ ადამიანები, რა საფრთხე ახლავს ხალხურ მეთოდებს?

– ბევრი საფრთხე შეიძლება ახლდეს თან. ამიტომ, მსგავსი მეთოდებით კატეგორიულად არ შეიძლება პრობლემასთან ბრძოლა. ბაზარზე ეფექტური საშუალებები უკვე მრავალი წელია არსებობს. ხალხური, არაგამოცდილი და სამეცნიერო მტკიცებულებების გარეშე გამოყენებული მეთოდები სხვადასხვა გართულების წყარო შეიძლება გახდეს. მათ შორის, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, სხვა ტიპის ალერგიული რეაქციების და ასე შემდეგ.

– ყველაზე უცნაური რა გაგიგიათ, რა საშუალებით მკურნალობენ ბავშვებს?

– ალბათ, ყველაზე უცნაური თმის დაუთოვება უთქვამთ. რადგან ცხელია, პარაზიტს დაწვავსო, რაც არასწორია და პირიქით, პაციენტს თმაც შეიძლება დაუზიანდეს.

– მართალია, რომ ტილების მკურნალობის შემდეგ მათი კვერცხები, ე.წ. წილები, მაინც რჩება და ისინი ხელით უნდა გააცალოს მშობელმა?

– პრეპარატები, რომლებიც ბაზარზეა, ამ შემთხვევაშიც ეფექტურია, ამიტომ, მშობელს დამატებითი ძალისხმევა აღარ სჭირდება.

– გადამდებია თუ არა ტილები აუზიებიდან და ზღვიდან?

– არ, წყლით ეს პარაზიტი არ გადადის.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ტანსაცმელზე, პირსახოცსა და ლოგინის თეთრეულზე?

– ამ შემთხვევაში, გადადება შესაძლებელია.

– რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ მშობლებს, რა უნდა გააკეთონ, თუ აღმოაჩენენ, რომ მათ შვილს ტილი ჰყავს.

-ზოგადად, რეკომენდებულია პერმეტრინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების პრევენციული მიზნებით გამოყენება. ასევე, აუცილებელია, პირსახოცები, თეთრეული, საღამური 60 გრადუსზე გაირეცხოს. როგორც წესი, 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ეს პარაზიტი კვდება, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, 60 გრადუსს ვურჩევთ ხოლმე.

www.mshoblebi.ge

გაზიარება244

დაკავშირებული -პოსტები

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

აგვისტო 10, 2025
9.2k
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

აგვისტო 9, 2025
2.7k
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

აგვისტო 5, 2025
936
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

მაისი 25, 2025
155
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

მაისი 25, 2025
784
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

მაისი 24, 2025
157
მთავარი

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის...

დაწვრილებითDetails

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

აპრილი 28, 2025
28
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

თებერვალი 15, 2025
1.8k
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

იანვარი 27, 2025
13
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

იანვარი 3, 2025
332
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».