საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია.
ქართველი ფეხბურთელი 24 წლის გახდა. „პსჟ“ სოციალურ ქსელში კვარას დაბადების დღეს ულოცავს და მის მიერ გატანილი გოლის ვიდეოს აქვეყნებს. მანამდე კლუბის ადმინმა სოციალურ ქსელში კვარას ფოტო გამოაქვეყნა. ქართველმა ვარსკვლავმა მილოცვა უამრავი გულშემატკივრისგან მიიღო.