“ღმერთო არავის გამოაცდევინო ეს საშინელება რაც ჩემმა კორპუსის მცხოვრებმა დღეს ვნახეთეს იყო საშინელებამინდა სიზმარი იყოს ეს ყველაფერიგოგო ჩვენ თვალწინ დაიწვა რასაც ქვიაროგორ მენანებიიი თამილა“
თამილა ლილუაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან. 2 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ სასტიკად მოკლა.
მეგობრებს მომხდარის დაჯერება უჭირთ:
“Ჩემო უკეთიშობილესო თამილა, როგორ საშინლად წაგვართვეს შენი თავი განადგურებულები ვართ შენი მეგობრები და ყველა ერთად ვტირით ცრემლებს ვერ ვიკავებთ შენ ესეთ სიკვდილს არ იმსახურებდი ჩემო გოგონაჩვენო ბავშობა თამილიკოო”
ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ის რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს, რომელიც მაღაზიის მენეჯერი იყო, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა.
ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა. სავარაუდოდ, აფეთქების გამო მაღაზიაში მინები დაიმსხვრა, არსებული ინფორმაციით, სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.