LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ მიმართა ჯო ბაიდენმა რუს ხალხს

დაპოსტა 2022/03/26-ში
174
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ევროპაში იმყოფება და უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთში უკრაინის მთავრობის წევრებთან გამართა შეხვედრები, შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებსაც. ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს აქვს პასუხისმგებლობა დაეხმაროს უკრაინას და იბრძოლოს დემოკრატიის დასაცავად. ბაიდენის თქმით, ეს ომი არის რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი:

 

“მსოფლიო დემოკრატიას აქვს პასუხიმგებლობა, რომ დაეხმაროს უკრაინას. უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს აშშ-ის დახმარების იმედი, ჩვენ 100 ათასი უკრაინელის მიღებას შევძლებთ, 300 მილიონის დახმარებას გავწევთ, 1 მილიარდის ოდენობით გაწეული იქნება ჰუმანიტარული დახმარება. ძირითად ქალაქებს მიეწოდება დახმარება, მაგრამ ვერ ვეხმარებით მარიუპოლს, რადგან რუსულ ჯარებს ალყა აქვთ და ისინი არ გვაძლევენ საშუალებას დახმარებისა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს ომი არის რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი, ეს უკვე ასეა. მე დამიკარგავს შვილი, ვიცი რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი. პუტინი ფიქრობდა რომ უკრაინელები ფარ-ხმალს დაყრიდნენ და არ იბრძოლებდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რუსები შეეჯახნენ ძალიან ძლიერ და მედეგ უკრაინელებს. რუსულმა ბრუტალურმა მიდგომამ გააძლიერა უკრაინა და გააერთიანა დასავლეთი. რუსეთს სურდა, რომ ნატო მის თვალთახედვის არეში არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად არის მის თვალთახედვის არეში. ჩვენ უფრო ძლიერი ვართ. ის ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატია ახლა უფრო ძლიერია. მის ქვეყანაშიც საპროტესტო აქციები იმართება, 200 ათასმა რუსმა უკვე დატოვა რუსეთი. დამოუკიდებელი არხები, გაზეთები დაიხურა,” – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა და განაცხადა, რომ პუტინის აგრესიამ 21-ე საუკუნეში რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და მათ მე-19 საუკუნისკენ მიათრევს.

“ახლა მინდა მესიჯი გავაჟღერო რუსეთის მოსახლეობისთვის. ათწლეულია რუსეთის ლიდერებთან ვმუშაობთ, მოლაპარაკების მაგიდასთან მათთან მრავალჯერ ვმჯდარვარ და ახლა მინდა მივმართო რუს ხალხს. რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ გსურთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, საავადმყოფეობის, სამშობიაროების დაბომბვა. თქვენი პაპები არიან ის ადამიანები, ვისაც ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი და გაქცევის მსურველი ადამიანებით სავსე რკინიგზის სადგურები და ეს უკვე აღარაა წარსული მოგონებები, რადგან რუსულმა არმიამ, რუსეთმა ზუსტად ეს გაუკეთა უკრაინას 2022 წლის მარტში. 21 საუკუნეა, ადამიანებს აქვთ ოცნებები, მისწრაფებები და ახლა ვლადიმირ პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და რუსეთს მიათრევს მე-19 საუკუნისკენ. ეს არაა ის მომავალი, რომელსაც თქვენ და თქვენი შვილები იმსახურებენ. ეს ომი არ ღირს რუსეთის მოსახლეობის გაწირვად. უნდა გაიგოთ, რომ ეს პუტინის ომია.

ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას რომელიც მოდის კრემლიდან. რუს ხალხს უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ თავისით გააკეთონ არჩევანი. რა თქმა უნდა საუბარი არაა საკმარისი. ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ დემოკრატიისთვის,” – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:

“სწორედ ამიტომ მე ჩამოვედი ევროპაში, მე მაქვს მესიჯი დიდი შვიდეულისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოსთვის ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი დღეს ხვალ და ზეგ და ასევე შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ეს არ იქნება მარტივი, ავტოკრატიას უნდა ვებრძოლოთ უწყვეტად. ისტორიამ გვაჩვენა,რომ ყველაზე ბნელ და მძიმე მომენტებს მოსდევს ნათელი და ამ თაობის ვალდებულებაა რომ იბრძოლოს.

დღეს ვხედავთ, მამაცი უკრაინელი ხალხი გვაჩვენებს ყველას, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერი არიან ვიდრე ერთი უბრალო დიქტატორი.

პაპის სიტყვებს გავიხსენებ, არასდროს შეგეპაროთ ეჭვი, მუდმივად გქონდეთ იმედი და ნურასდროს შეგეშინდებათ,” – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს და უკრაინა არასოდეს დამარცხდება რუსეთთან. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი ვეღარ დარჩება მმართველობაში:

“დიქტატორი, რომელიც ცდილობს რომ იმპერია ააშენოს, ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს, უკრაინა ვერასდროს და არასდროს დამარცხდება რუსეთთან და ამ ბნელ დროში ჩვენ გვაქვს იმედი, მომავალი არის ნათელი. ეს ერთი ადამიანი ვეღარ დარჩება უკვე მმართველობაში,”- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს

თებერვალი 11, 2026
10
მთავარი

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის...

დაწვრილებითDetails

ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე,მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება-კალაძე

თებერვალი 11, 2026
21
მთავარი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

” ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ასე არ არის, პირიქით” – პაპუაშვილი

თებერვალი 11, 2026
6
მთავარი

ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია რუსთავის გზაზე

თებერვალი 11, 2026
388
მთავარი

რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ინფო რუსთავის  ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. მომხდართან...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 11, 2026
88
მთავარი

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის ტყეში, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კანონდარღვევა ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა. საუბარია 6 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს მანქანით გადაჰქონდა. ეროვნული სატყეო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა

თებერვალი 11, 2026
144
მთავარი

ხმაური იყო ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოწყობილ ფანჩატურში მოხდა.  დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო და მას წინ შელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

იმერეთისა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს

თებერვალი 11, 2026
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ავარია მოხდა

თებერვალი 11, 2026
9
მთავარი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 11, 2026
392
ამინდი

11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დასავლეთში პერიოდულად წვიმით და მთაში თოვლით, ხოლო აღმოსავლეთში ნალექით ძირითადად თოვლის სახით, ძლიერი ქარით და ნისლით.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +12 გრადუსი ოზურგეთში...

დაწვრილებითDetails

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 11, 2026
459
მთავარი

ვერძი   თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიური ადამიანებისაგან, ეს სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობასა და სულიერ მდგომარეობაზე.   კურო   მალე, თქვენს წინ ახალი შესაძლებლობები გადაიშლება, ავტორიტეტი იზრდება. არაკეთილმოსურნეები თავს ამოწურავენ თქვენს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».