ქართველი კაცი, რომელსაც ამერიკაში 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ზუგდიდელი თორნიკე კვარაცხელია ფილადელფიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
“შენთან სიკვდილი საიდან მოვიდა თორიკო? შენზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკოთ? გული, სული ყველაფერი მტკივა და მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექითწახვედი და თან გაიყოლე მთელი ჩვენი ბავშვობა და უდარდელი წლები, რომელიც ასე კარგად სწორედ შენს გამო მახსენდება, სწორედ შენ ხდიდი ყველა დღეს პოზიტიურს და სახალისოს, შენ გვიფერადებდი ყველა დღეს სკოლაშირამდენი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს თორიკო რამდენიიიროგორ მენანები, როგორ ” – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
თორნიკე კვარაცხელია, რომელიც ამერიკაში 1 წელი იმყოფებოდა, მეუღლე და ორი შვილი დარჩა.