აშშ-ში შტატ იუტაში მცხოვრები ქალი ოჯახური ძალადობისგან ზღარბებმა გადაარჩინეს.
ქალმა ეკონომიკური პრობლემების და ძალადობისგან თავის დასაღწევად ზღარბების მოშენება დაიწყო. სტეფანი ქელერს მეგობარმა კაცმა სახლიდან გასვლა აუკრძალა და ქალი 10 წელი ძალადობის მსხვერპლი იყო.
ქალის გადარჩენის მიზეზად „ზღარბების ბიზნესს“ ასახელებს. მან ცხოველების მოშენება და გაყიდვა დაიწყო, რამაც ფინანსური დამოუკიდებლობა მოუტანა. ბიზნესის პარალელურად სტეფანი ქელერმა მუშაობა დაიწყო. შემდეგ კი მეგობარი კაცი მიატოვა და ახალი სიყვარული იპოვა.