კომპანიის მართვა უამრავ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, იქნება ეს მცირედი დეტალი თუ დიდი გამოწვევა. ასეთ დროს, როგორცწესი, გადაწყვეტილების მიღებას თან ახლავს ფინანსური ნაწილის კარგად აწონ-დაწონვა, რადგან მასზე აუცილებლად აისახება. ასეთ დროს აუცილებელია პრიორიტეტების სწორად გადანაწილება დაშ ესაბამისი ნაბიჯების გაზომვა, რისკების აღრიცხვა და უზუსტობების გამორიცხვა.
წინასწარ ხშირად რთულია ზუსტად განსაზღვრო მისი ზუსტი შედეგი, თუმცა მიახლოებით მაინც ასეთი შედეგი ხშირად გაზომვადია, რომელიც ეფუზნება ემპირიულ ცოდნას, კვლევებს, გამოცდილებას, მიკრო და მაკროგარემოს, ზოგჯერ კი ინტუიციასაც. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი დაიდოს, აუცილებელია სწორი მოლოდინები და უკანდასახევი გეგმა წარუმატებლობის შემთხვევაში. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ფინანსებზე გადის, ამიტომ სასიცოცხლოდააა უცილებელი ეს სფერო დალაგებული იყოს.
თანამედროვეობაში ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების დანერგვა სიახლე აღარაა, უფრომეტიც, ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ წლიდან წლამდე ეს პროცესი არათუ შეჩერდება, არამედ, უფრომეტად გაიზრდება. ამ პროცესის პარალელურად, იცვლება მიდგომები სხვადასხვა სფეროებში, უფრო მეტად ვითარდება და შემოდის სიახლეები. 21-ესაუკუნეში ადამიანები, მენეჯერები და ადამიანი მენეჯერები უფრომეტად ცდილობენ აითვისონ ყველა ის სიახლე, რომელიც მათ ცხოვრებასა და საქმიანობას გააუმჯობესებს, ეფექტურს გახდის. თავის მხრივ, კონკურენციის პირობებში, ადაპტირება დ ასიახლეებისადმი მიმღებლობა ზრდის წარმატების პროცენტულ რაოდენობას, ხოლო საპირისპირო ქმედება, ტრადიციულ მიდგომებს ჩაბღაუჭება კომპანიებს ხშირად ძვირადაც უჯდებათ ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ ინოვაცია ყოველთვის მიმართულია რესურსების ოპტიმიზაციისკენ, საკმაოდ გონივრული საქციელი მისი ყოველდღიურობაში დანერგვა.
კომპანიებისთვის ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ რამე ტექნოლოგიის დანერგვა, ისე ახალი მიდგომის არჩევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს აუთსორსზე გატანა, როგორიც ბუღალტერიაა, როდესაც ბუღალტრული კომპანიას აქვს უზადოდ კარგი ფინანსურისერვისები, რომელსაც სთავაზობს მცირე თუ საშუალო ბიზნესებსა და დიდკომპანიებსაცკი.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია სტარტაპებისთვის, ვინც გადალახა საწყისი ეტაპი და მზად არის უკვე დაიწყოს წარმოება თუ მომსახურება. როგორც წესი, ისეთი პრაგმატული ბენეფიტების გარდა, როგორიცაა მაღალი ხარისხის ბუღალტრული მომსახურება და პროფესიონალების ჩართულობა, საქმიანობის ასეთი სახით წარმოებისას მენეჯერებს უფრო მეტი სივრცე აქვთ, რაც უკეთ ლავირებასა და გადაწყვეტილებების სწორად მიღებას უწყობს ხელს.
როდესაც ბუღალტრული კომპანია აუთსორსზე იბარებს პარტნიორი კომპანიის ფინანსებს, პირველ რიგში ეცნობა მის სპეციფიკას და აუცილებლად ამოწმებს წინაპერიოდის ანგარიშებს, რათა დაადგინოს სადმე რაიმე სახის გაუმართაობა ხომ არ არის გაპარული.
კომპანია საკუთარ თავზე იღებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებები და მათი კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები, ინვოისების კონტროლი, დროული ბილინგი.
მეგობარ კომპანიებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ბუღალტერიის პროფესიონალების კონსულტაციით ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე, მიიღონ რჩევები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და მოისმინონ ექსპერტების აზრი. ფინანსურისერვისები მოიცავს ყველა იმ საჭირო ნიუანსებს, რომელიც ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დალაგებული იყოს.










