LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ ეხმარება მთავრობა ტურიზმის სექტორს 200-მილიონიანი პაკეტით

დაპოსტა 2020/05/07-ში
73
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმ 200-მილიონიანი დახმარების პაკეტის წარმომავლობას განმარტავს, რითაც სახელმწიფო ტურიზმის სექტორს დაეხმარება.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პაკეტში ყველაზე წონადი საგადასახადო შეღავათებია, რაც ჯამში, დაახლოებით, 135 მილიონი ლარია.

„200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების პაკეტი ეს არის მესამე ეტაპის ანტიკრიზისული ღონისძიებები. ჩვენ პირველივე დღიდან, მარტის თვიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ახლა ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ეტაპია. 200 მილიონის ფარგლებში არის არა მარტო ის, რომ გადავაგორებინოთ და გადავალახინოთ რაღაცნაირად ტურიზმს ეს პერიოდი, არამედ, მოვამზადოთ გახსნისთვის. გახსნის თარიღები არის ძალიან ახლოს. ეს არის ამბიციური მაგრამ სრულიად მისაღწევი გეგმა.

რისგან შედგება ეს ფინანსური პაკეტი და ბიუჯეტი, რომელსაც მესამე ეტაპის ანტიკრისიზულ ღონისძიებებს მოვახმართ ტურიზმთან მიმართებაში? – ყველაზე წონადი არის საგადასახადო შეღავათები, ჯამში 135 მილიონი დაახლოებით, პირველ რიგში ეს არის 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება და ასევე საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გათავისუფლება. ეს ორი შეღავათი არის ყველაზე წონადი ამ 200 მილიონ ლარში, რომელზეც უარს ვამბობთ ტურიზმის ინდუსტრიის სასარგებლოდ, ჩავტოვებთ ამ ფულს კომპანიებში, რომ შეძლონ ხელფასების, დავალიანებების გადახდა და მოემზადონ უსაფრთხოდ ამოქმედდნენ სულ რაღაც ერთ თვეში“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება დანაჩენ თანხას, მისივე განმარტებით, ეს არის 60 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში.

„ახალი ბიუჯეტი ცვლილებებით იქნება დამტკიცებული ამ პროგრამისთვის. ეს თანხა მოხმარდება 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს და ასეთი არის უდიდესი უმრავლესობა. ეს თანხა მოხმარდება სესხის პროცენტის 90%-ით სუბსიდირებას, პლიუს ასევე 5 მილიონი, რაც ასევე შეღავათებს და დახმარების პაკეტს შეიცავს ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისგან. ეს თანხა მოდის ბიუჯეტიდან და მათ შორის, იმ მილიარდნახევრიანი დახმარების პაკეტის ნაწილია. ჩვენი დონორები, საერთაშორისო ინსტიტუტები ძალიან გვერდში გვიდგანან მათ შორის იმ ნაწილში, რა ნაწილიც ეხება დაზარალებული, მცირე ბიზნესების დახმარებას“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
4
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

თებერვალი 19, 2026
22
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 18 თებერვალს

თებერვალი 18, 2026
234
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 თებერვალს ერთი აშშ დოლარი – 2.6789, ევრო – 3.1724, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6428 ლარის  ღირს . გუშინ ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 16, 2026
152
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6807 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
149
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

თებერვალი 12, 2026
229
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ იზრდება – ნახეთ რა ღირს

თებერვალი 11, 2026
214
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 052 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.88%-ით ზრდაზე მიუთითებს,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 12 თებერვალს

თებერვალი 11, 2026
170
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 11 თებერვალს

თებერვალი 10, 2026
194
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 11 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2,6838, ევრო – 3,1980 , ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3,6682 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 9, 2026
192
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6856 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».