ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო საყოველთაო ლოკდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევა ოკლენდში გამოვლინდა, ამიტომ ქალაქში 7-დღიანი ლოკდაუნი გამოცხადდება, დანარჩენი ქვეყანა კი სამი დღით ჩაიკეტება. ეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების პირველი შემთხვევაა ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ასეთი მკაცრი ზომები იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება არ სურს. ამასთან, ინფიცირებულს არც საზღვარზე მოგზაურობის ისტორია და არც საკარანტინო სივრცეში ყოფნის ისტორია აქვს. პაციენტი 58 წლის კაცია.
„მინდა დავარწმუნო ახალი ზელანდია, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებისთვის მზად ვიყავით. მკაცრი ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება ჩვენთვის ადრეც წარმატებული სტრატეგია აღმოჩნდა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.
ახალი ზელანდია კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითია. ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის 20%-ია აცრილი, ერთი დოზა კი 33%-ს აქვს გაკეთებული.








