დღეს გოგი წულაის ონლაინ სასამართლო შედგა. პატრულისათვის შეურაცყოფის მიყენების მუხლით მოსამართლემ წულაის 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ადგილზე საპატრულო ბრიგადა მივიდა. პატრულმა წულაია კანონის დარღვევსა და კარანტინის დროს აქციის გამართვაში დაადანაშაულა, რასაც მცირე სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა. შემთხვევა წულისათვის ხელბორკილების დადებით დასრულდა.
ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლ.ც. უცხო ქვეყნის...