LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩვენი უნარები უნდა დავივიწყოთ, ჩვენ მოგვიწევს პირბადესთან ერთად ცხოვრება, შესაძლოა იმუნიზაციის პასპორტი დაგვჭირდეს”

როგორ დაიძლიოს კოვიდი

დაპოსტა 2020/12/31-ში
A A
207
ნახვა
გაზიარება

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

მან „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება.

„რეალურად, ჩვენთან ეს პირველი ტალღა იყო. რაც ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა გაზაფხულზე იგრძნეს, ჩვენთვის პირველი ტალღა სწორედ ახლა იყო. ამიტომ, უჭირთ გამკლავება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ამ თვალსაზრისით სიურპრიზი არ ყოფილა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინის 80-90 პროცენტიანი მოცვაც კი, ყველას რომ სურვილი ჰქონდეს, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 2021 წელს მოსახლეობის 20% ავცრათ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაღაც ეტაპზე ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, შემდეგ ისევ მოდუნდება ხალხი. ამიტომ, ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც, კიდევ გვექნება გაზაფხულზე. ამიტომ, ვისურვებდი მეტ ჩართულობას, ექიმების სოლიდარობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის პირველადი რგოლი უკეთესი იყოს, ხოლო ოჯახის ექიმები ის მედიკოსები იყვნენ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად ენდობიან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტიტუტი, რაც მათ განათლებაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე გადის. ამიტომ, ბევრი უნდა ჩადოს ქვეყანამ, რომ ექიმები პირველადი ჯარისკაცები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემოჭრილ მტერს გაუმკლავდნენ. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ სწორედ. თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ასეთი პრობლემების წინაშე მომავალ წელს კიდევ დავდგეთ. ვისურვებდი, რომ ქვეყანამ ამაზე იზრუნოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უნდა გაიზარდოს, რომ შესაძლო ახალი ტალღის შემთხვევაში მზად ვიყოთ. ასევე, გაცილებით მეტი ტესტირების შესაძლებლობა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შევაწუხოთ სხვები და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვცემენ ესა თუ ის ქვეყნები ვაქცინას“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვმა სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციას „ხალხის ემოციებზე თამაში“ უწოდა.

„ჩვენ პერიოდულად კონსულტაციას ვუწევთ საკოორდინაციო საბჭოს. ეპიდემიის არსებული დინამიკა არ საჭიროებს, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. ეს არის ხალხის ემოციებზე არასწორი მანიპულირება და თამაში. ყველამ თავი შეიკავოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. მთავარი წყაროსგან, ამ შემთხვევაში კი, საკოორდინაცოო საბჭოსგან მოვისმინოთ ასეთი ინფორმაცია. თუ ადამიანი ლოგიკურად მსჯელობს, 3 იანვარს რატომ უნდა გამოცხადდეს სრული „ლოკდაუნი“, ამას ვერ ვხვდები. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი და არასწორი ინტერპრეტაციაა, დაუსაბუთებელი და ყოველგვარი წყაროს გარეშე გაცხადებული. არ ვიცი პირველწყარო, ვინ თქვა, მაგრამ ახლა სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებები არ სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული შეზღუდვები სწორად შევასრულოთ. პირბადის ტარება უნდა იყოს 95 %. ეს არის ცალსახა მოთხოვნა, თუ გვინდა ცხოვრება გავაგრძელოთ ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის დაზიანება მაქსიმალურად ავირიდოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან საინტერესოდ განმარტავს- ჯანმრთელობა არის ადამიანის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომ, თუ სამივე არ არის, ადამიანი ჯანმრთელი არ არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სამსახური ჰქონდეთ და ამ შეზღუდვებით ის ელემენტარულიც კი არ დაეკარგონ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს სოციალური პასუხისმგებლობა და არსებული რეგულაციები შეასრულოს.ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ურჩევს, თუ აუცილებლობა არ არის, სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.

„ცოტა ხანი სოციალური ქცევა შევიცვალოთ. სადაც საჭირო არ არის, სტუმრად არ მივიდეთ და არ მივიღოთ სტუმრები, თუ ეს გადაუდებელი არ არის. ასევე, ხელის ჰიგიენა მუდმივად გვახსოვდეს. ამ პრინციპებით მოგვიწევს 2021 წლის პირველ ნახევარში ცხოვრება. თუ ყველა ადამიანი ამას გულისყურით და შეგნებით მოეკიდება, ჩვენს ქვეყანას არავითარი განსაცდელი არ ექნება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირისის ახალი ვარიანტი მძიმედ არ მიმდინარეობს და უფრო მეტ სიკვდილონობას არ გამოიწვევს. მისი თქმით, საჭიროა სწორი საინფორმაციო კამპანია, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული.

„ ქვეყანამ საინფორმაციო შტურმი უნდა განახორციელოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებების პასუხისმგებლიან გატარებას. მუტაციური სახეცვლილებები გარკვეული თვალსაზრისით რისკის მატარებელია, მაგრამ მე, როგორც ექიმი, მასში სერიოზულ ზიანს ვერ ვხედავ“,-აღნიშნა კულუმბეგოვმა.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
მთავარი

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"