წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.