1976 წელს ეკრანებზე გამოსული სათავგადასავლო ფილმი, „სინიორ რობინზონი“ ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. ეს იყო ალბათ ყველაზე ლამაზი ფილმი 70-იანი წლების კინემატოგრაფიაში, სადაც მთავარი როლები პაოლო ვილაგიომ და ზეუდი არაიამ შეასრულეს. ეს უკანასკნელი მსოფლიომ „პარასკევას“ როლით გაიცნო და შეიყვარა.
„სინიორ რობინზონში“ ზეუდი არაია მთელი თავისი ბრწყინვალებით ჩნდება. ულამაზესი სხეული, სახის დახვეწილი ნაკვთები და შარმი, რომელიც ერთი წუთი ვერ მოგწყვეტთ ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე ჩაკარგული რობინზონის შესახებ უამრავი რიმეიქი გადაიღეს, ასეთი ლამაზი „პარასკევა“, კინოს ჯერ არ ჰყოლია. დღეს ზეიდუ არაია 70 წლისაა და ალბათ კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე ადრე.