კორონავირუსის პანდემიის პირობებში მაშინ, როცა საავადმყოფოები გადატვირთულია, უამრავ ადამიანს სახლის პირობებში მკურნალობა უწევს. ამ დროს კი ყველაზე რთული ნემსის გაკეთებაა.
ექიმი ნანა სხილაძე მათთვის, ვისაც სახლის პირობებში ნემსის გაკეთება უწევს, რჩევებს აქვეყნებს.
„ვინც სახლში იკეთებს ნემსს ან დასჭირდება და არ იცის როგორ კეთდება. ძალიან მარტივია.
ინექცია კეთდება მუცლის წინა მარჯვენა ან მარცხენა ლატერალურ მიდამოზე როგორც ფოტოზეა ასახული. სასურველია მიდამოს სპირტით დამუშავება სანამ გაიკეთებთ ნემსს.
გამზადებულ შპრიცში ჰაერის ბუშტუკების არსებობა ნორმალურია და მისი გამოშვება შპრიციდან არ არის რეკომენდირებული.
ეს არ ეხება თქვენით ამოღებულ ანტიკოაგულანტს! ზოგი იყიდება გამზადებული შპრიცით!
შეიყვანეთ შიგთავსი დგუშზე ზეწოლით ბოლომდე ამოიღეთ შპრიცი და არ დაზილოთ ნანემსარი ადგილი!
გამოყებენული შპრიცი გადააგდეთ!“- წერს ნანა სხილაძე.