85 წლის შლომო რონის ოჯახი ერთადერთია კიბუცში, რომელიც 7 ოქტომბერს, ჰამასელი ტერორისტების თავდასხმას გადაურჩა, ოღონდ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ თავად შლომომ ასე ისურვა, სიკვდილის ფასად გადაერჩინა ისინი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როცა შეიტყო, რომ ტერორისტები ყველა სახლში შედიოდნენ, მან ოჯახის ყველა წევრი სპეცსამალავში მოათავსა, თვითონ კი მაგიდა ერთ კაცზე გაშალა და სადილს მიუჯდა – ისე დახვდა სახლში შემოჭრილ ტერორისტებს, ვითომ მათზე არაფერი იცოდა.
როცა ოჯახის სხვა წევრებზე ჰკითხეს, გარდაუვალი სიკვდილის საფრთხემ მოხუცს ხელი ვერ შეუშალა, წარბშეუხრელად და ძალიან დამაჯერებლად ეთამაშა მიტოვებული, გაბუტული მოხუცის როლი – ტერორისტებს უპასუხა, რომ ყველანი გაემგზავრნენ, დატოვეს და აი, მარტოს უწევს სადილობა… ტერორისტებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ, შლომი იქვე დაცხრილეს და ოჯახის სხვა წევრები არც კი უძებნიათ, სხვა სახლში გადაინაცვლეს…
დიდება გმირებს! ” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში










