ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც გასული წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემია დაიწყო, 76 დღის განმავლობაში მოქმედი კარანტინის დასრულება ლაით შოუთი აღნიშნეს.
ხუბეის პროვინციის 11-მილიონიანი დედაქალაქი ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 81 ათასს გადააჭარბა, 3300-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. უხანში 23 იანვრიდან შემოღებული კარანტინის დროს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლების დატოვება მხოლოდ სურსათის შესაძენად ან გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევებში შეეძლოთ.
ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეიში დაწესებული შეზღუდვების გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იქ ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში დაავადების ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. პროვინციის უმეტეს ნაწილში კარანტინი 25 მარტიდან, ქალაქ უხანში კი 8 აპრილს გაუქმდა.
“ამ დღეს ჩვენ დიდხანს ველოდით და სრული უფლება გვაქვს, ვიზეიმოთ. თუმცა, ეს საბოლოო გამარჯვებას არ ნიშნავს. უხანში კარანტინის გაუქმება სასიხარულოა, მაგრამ ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვადუნოს”, – ნათქვამია ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამოცემა “ჟენმინ ჟიბაოს” მოწინავე წერილში.
ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც გასული წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემია დაიწყო, 76 დღის განმავლობაში მოქმედი კარანტინის დასრულება ლაით შოუთი აღნიშნეს.
ხუბეის პროვინციის 11-მილიონიანი დედაქალაქი ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 81 ათასს გადააჭარბა, 3300-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. უხანში 23 იანვრიდან შემოღებული კარანტინის დროს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლების დატოვება მხოლოდ სურსათის შესაძენად ან გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევებში შეეძლოთ.
ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეიში დაწესებული შეზღუდვების გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იქ ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში დაავადების ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. პროვინციის უმეტეს ნაწილში კარანტინი 25 მარტიდან, ქალაქ უხანში კი 8 აპრილს გაუქმდა.
“ამ დღეს ჩვენ დიდხანს ველოდით და სრული უფლება გვაქვს, ვიზეიმოთ. თუმცა, ეს საბოლოო გამარჯვებას არ ნიშნავს. უხანში კარანტინის გაუქმება სასიხარულოა, მაგრამ ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვადუნოს”, – ნათქვამია ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამოცემა “ჟენმინ ჟიბაოს” მოწინავე წერილში.
კარანტინის გაუქმების შემდეგ განახლდება ტრანსპორტის მოძრაობა უხანსა და ჩინეთის სხვა ქალაქებს შორის. ქვეყნის დედაქალაქის, პეკინის მიმართულებით მიმავალი პირველი მატარებელი სადგურს 8 აპრილის 6:25 საათზე დატოვებს. მასზე ბილეთები უკვე იყიდება. თუმცა, ხელისუფლების განცხადებით, ხუბეის პროვინციიდან გასვლისა და მის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელ და ინფიცირებულებთან კონტაქტის არმქონე მოქალაქეებს ექნებათ. ეს მათ სმარტფონებში სავალდებულო წესით ჩაწერილი აპლიკაციით გაკონტროლდება. ძალაში რჩება ისეთი პრევენციული ღონისძიებებიც, როგორიცაა დამცავი ნიღბის ტარება, ტემპერატურის შემოწმებები და მასობრივი თავყრილობების აკრძალვა.
popx.ge









