როგორ აღმოჩნდა Tesla დეზერტირების ბაზარში?
დღეს დილით, 10:00 საათზე დეზერტირების ბაზარში გირლანდებით მორთული Tesla გამოჩნდა. მანქანა აგროპროდუქტებითაა დატვირთული და გამვლელები ფერმერისგან კიტრს, პომიდორს, სტაფილოს, წიწაკასა თუ სხვა პროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობენ.
“წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად” – ასეთი წარწერაა იქვე მდგარ ბანერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არასტანდარტული სანახაობის ინიციატორი “აგროსფეროა”. კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნიკითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს.
რატომ გამოჩნდა დეზერტირების ბაზარში Tesla?
იდეა კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონს” ეკუთვნის – მან გადაწყვიტა, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი დეზერტირების ბაზარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და Tesla-ს ავტომობილი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გზავნილი კი ასეთია – თანამედროვე ფერმერობა დღეს ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და სოფლის მეურნეობაში არც Tesla-ს მსგავსი ინოვაციური პროდუქტია გასაკვირი, როცა ზურგს “აგროსფერო” გიმაგრებს.
წარმოების ახალი მეთოდები ფერმერებს არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობის, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს.
Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა ხანგრძლივი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და “აგროსფეროსგან” უფრო მეტ საინტერესო აქტივობას უნდა ველოდოთ.
მანამდე კი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ეწვიოთ დეზერტირების ბაზარს და “აგროსფეროსთან” ერთად წარმოებული პროდუქცია პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან შეიძინოთ.
წყარო:rustavi2.ge