ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სახალხო დღესასწაული “ზესტაფონობა 2019” მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი სპორტი, ფოლკლორი და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჭიადაობა-ძიუდოში, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც გიგანტური იმერული ხაჭაპურით დაგვირგვინდა. სახალხო ზეიმის ფარგლებში, საპატიო ზესტაფონელებიც დასახელდნენ, რომლებიც შესაბამისი სერთიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დღესასწაული ანსამბლ “ფორტე” – სა და ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდა. “ზესტაფონობა 2019” – ის აღნიშვნა ტრადიციულად “ვარინკობით” დაიწყო, რომლის ფარგლებში უკვდავი “სულიკო” – ს მუსიკის ავტორის, ვარინკა წერეთლის, ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. გარდა ამისა, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი – “სულიკო 2019” ჩატარდა.
ვინ არის 17 წლის ქუთაისელი გოგონა, რომელიც „სულიკო 2019“-ის გამარჯვებულია (+ფოტო)
საზეიმო აქტივობებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე მონაწილეობდნენ.