კორონავირუსის შტამით, “ომიკრონით” ინფიცირებულ ბავშვებს, შესაძლოა, უცნაური გამონაყარი გაუჩნდეთ. ამის შესახებ ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მედიკოსმა აღნიშნა, რომ “ომიკრონით” ინფიცირებულ ბავშვებში სიმპტომები მოზრდილებისგან განსხვავდება.
“დაღლილობას, თავის ტკივილსა და მადის დაკარგვას გამონაყარი ემატება”, – განაცხადა მან.
ლოიდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა მცირე ჯგუფს ყოველთვის ჰქონდა გამონაყარი, თუმცა, მისი თქმით, „ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების 15 პროცენტს უჩვეულო გამონაყარი აქვს.
ექიმმა დასძინა, რომ ექიმები თანდათან ვირუსის ამ შტამის შესახებ უფრო მეტს სწავლობენ.
“იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვარიანტი არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორც “დელტა” და ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ მას. მაგრამ დიახ, დრო საგანგაშოა”, – დაასკვნა სპეციალისტმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).










