LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ აგინა და სცემა სესილიამ გურამ ლორთქიფანიძეს

როგორ აგინა და სცემა სესილიამ გურამ ლორთქიფანიძეს

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
290
ნახვა
გაზიარება

გურამ ლორთქიფანიძე

„ჭაბუა ამირეჯიბი რომანში – „გორა მბორგალი“, ამბობს, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვსო.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრე, რადგან ბევრი ლამაზი ეპიზოდი მახსოვს, თუმცა მძიმე დღეებიც მქონდა, რატომღაც ყველას ერიდება, თქვას, რომ ბედნიერია. თითქოს ეშინიათ, რომ ამის აღიარებით ბედნიერებას დაკარგავენ. როცა ბედნიერი ვარ, ამის თქმის არ მეშინია, ისე კი, არც უბედური კაცი ვარ და არც ბედნიერი, სადღაც შუაში ვარ გაჩხერილი. იცით, ყველაზე მეტად რისი მეშინია? სიბერის! მეშინია, ამაზე მეტად არ დავბერდე. არ მინდა, ვინმემ თქვას, ნახეთ, როგორ მიდის, ეს უბედური როგორ დაჩაჩანაკებულაო. თუ სკლეროზი დაგემართა, ხომ სულ მთლად უბედურებაა!“ – მისი ცხოვრების ეს ეპიზოდები გურამ ლორთქიფანიძის პირადი საუბრებიდან ავკინძეთ. ეს არის მსახიობ გურამ ლორთქიფანიძის (ლორთქია) – ერთი თბილისელი, ძალიან საინტერესო კაცის, ცხოვრების დღიურები, რომელიც ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ.

ოროსანი „სკრიპაჩი“
გურამ ლორთქიფანიძემ ბავშვობა ვერაზე გაატარა. უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათგან 15 აკადემიკოსი გახდა. ერთი მე ვარ „ბეზდელნიკიო“, – ხშირად ხუმრობდა, მშობლებს უცხო ენებზე, ვიოლინოზე დაჰყავდათ, მისი მშვიდი ცხოვრება ერთმა სიტყვამ შეცვალა, ერთ დღეს ქუჩაში ვიოლინოთი მიდიოდა, ყელზე ბაფთა ეკეთა. უცებ ვიღაცამ დაუყვირა: „სკრიპაჩ, ტრიპაჩ!“ და ყველაფერი იმ დღიდან შეიცვალა. „სკრიპკა“ მოისროლა და სწავლასაც უკლო.

„თბილისის თითქმის ყველა სკოლა მოვიარე, აღარ ვსწავლობდი და ერთ ადგილას დიდხანს არ მაჩერებდნენ. ბოლოს ერთ-ერთ სკოლაში 12 ორიანი გამომაყოლეს, ყველაფერს გეფიცებით, არ გატყუებთ! ოროსანი მოსწავლე კონსერვატორიასთან არსებულმა მუსიკალურმა ათწლედმა შემიფარა. „სკრიპაჩ, ტრიპაჩ“ – ეს სიტყვები ბედისწერასავით მექცა. იმ დღეს ასე რომ არ მოემართათ, მუსიკოსი გამოვიდოდი და ახლა რომელიმე ორკესტრის უკანა რიგში ვიჯდებოდი, „სკრიპკას“ ავაწრიპინებდი“ – იუმორით იხსენებდა ბატონი გურამი.

ათწლედის დამთავრების შემდეგ მოსკოვში სარეჟისოროზე სურდა ჩაბარება. იმ წელს მიღება არ იყო, ამიტომ თბილისის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე ჩააბარა… უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, კინოსტუდიაშიც მუშაობდა. ფილმების გადაღებებში მონაწილეობდა. „ფულიანი ბიჭი ვიყავი, ხელფასიც მქონდა და სტიპენდიაც, ჩემს სამეგობროში ჰალსტუხი პირველად მე გავიკეთე, სხვები „არიფები“ იყვნენ, მოკლედ, „მოდნი“ ბიჭი ვიყავი“, – ყვებოდა მსახიობი.

ქართული კინოს ვარსკვლავებთან
1949 წელს კინოსტუდიაში ფილმზე „გაზაფხული საკენში“ დაიწყეს მუშაობა. გადაღებები აფხაზეთში მიმდინარეობდა. ფილმში თეატრის ნამდვილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ – შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი, მიხეილ სარაული. მათ შორის იყო

18 წლის ლორთქიაც, ამ დასთან მთელი ერთი წელი გაატარა. იმ პერიოდიდან ბევრი მოგონება დარჩა.

„ერთხელ კბილი ამტკივდა, ნომერში ჟორა შავგულიძესთან ერთად ვიყავი, მთელი ღამე გაათენა, რაღაცებს მიყვებოდა, რომ კბილის ტკივილს ძალიან არ შევეწუხებინე… სანდრო ჟორჟოლიანს ძალიან უყვარდა რძე. სოხუმელებს ჩვენთან კვერცხები და რძე მოჰქონდათ, სარაული ჟორჟოლიანს აუდუღარ რძეში პურს უგდებდა. სანდრო რომ ადუღებდა, რძე ხაჭოდ იქცეოდა ხოლმე. გაკვირვებული ამბობდა, კაცო, ჩემი რძე ხაჭო რატომ ხდებაო.
ერთხელ სარაულმა 40 კვერცხი იყიდა. თითოეული ნემსით გახვრიტა და გამოწურა. წარმოიდგინეთ, ამას რამხელა ნებისყოფა დასჭირდებოდა. ჟორჟოლიანმა რამდენი კვერცხიც გატეხა, იმდენი ცარიელი აღმოჩნდა. გაკვირვებული ამბობდა, ვახ, კაცო, ეს რა ხდებაო.“

„აგული ერისთავი შენ იქნები!“
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გურამ ლორთქიფანიძე მოსკოვში გაეგმზავრა და სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. 2 წლის შემდეგ უკან დიდი გეგმებით დაბრუნდა. ფილმების გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ცხოვრება, სწორედ, გადასაღებ მოედანზე შეიცვალა – ელდარ შენგელაიას ფილმ „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მეორე რეჟისორად დაამტკიცეს. სინჯების გაკეთება, მსახიობების შერჩევა, მომზადება, ჩაცმა ევალებოდა. პიპინიას როლის შემსრულებელს ელდართან ერთად ეძებდა. ერთ-ერთმა მოყვარულმა მსახიობმა მიასწავლა, გურიის სოფელ აცანაში საინტერესო ტიპაჟი ცხოვრობსო. პიპინიას ძებნაში აცანაში მართლაც ჩავიდნენ. ბატონი გურამი იმ დღის შესახებ გვიყვებოდა: „ნახევრად აშენებულ სახლში ვნახეთ კაცი გაბურძგნული თმითა და გრძელი ხელებით. მაშინვე ვიყვირე, ელდარ, ეს პიპინიაა-მეთქი. პიპინია, ანუ ვასილ ჩხაიძე, სოფლის სკოლაში გერმანულს, ინგლისურსა და ფიზკულტურას ასწავლიდა. საოცარი ადამიანი იყო. მიწიერს არ ჰგავდა, ბავშვური ბუნება ჰქონდა, ფაქტობრივად, ფილმი მან გააკეთა. არაფერი შეგვიცვლია, არც გრიმი გაგვიკეთებია. ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთი იყო“. პიპინიას შემსრულებელს ახალგაზრდა რეჟისორიც დაუახლოვდა (ავტორი – ი. მჭედლიძე). ერთ დღეს ელდარ შენგელაიამ შემთხვევით დაინახა მამა-შვილივით მოსაუბრე პიპინია და ლორთქია. ორივეს ერთ-ერთი სცენის გათამაშება მოსთხოვა, მათი თამაშით აღფრთოვანებულმა რეჟისორმა იყვირა, აგული ერისთავი შენ იქნებიო.

ოცნებებში დარჩენილი პროფესია
აგულის როლმა გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრება შეცვალა. ახალ-ახალ ფილმებში იწვევდნენ. თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ფილმის გადაღება კი ოცნებად რჩებოდა.

„მინდოდა, ფილმში კარგი ბიჭი გადამეღო, ქუჩებში ნაღდი თბილისელი გამეტარებინა. ის ბიჭი ცოტათი მე მემგვანებოდა, ჩემი რაღაც მასში აუცილებლად იქნებოდა… ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ ის ბიჭი სულ თავში მიღიტინებს. ვიცი, ასეთ ფილმს ოდესმე ვინმე მაინც გადაიღებს. ჩემს ცხოვრებაში აგული ერისთავი რომ არ ყოფილიყო, გადავიღებდი რამდენიმე ჩვეულებრივ ან თუნდაც კარგ ფილმს, მაგრამ ასეთი პოპულარული არ ვიქნებოდი. რეჟისორი რაღაცნაირად იჩაგრება, მსახიობი ყოველთვის უფრო წინა პლანზე დგას“.

გამხელილი საიდუმლო
„სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. ქალს ფაქიზად უნდა მოეპყრო, ზოგჯერ შეიძლება, მოიტყუო, უთხრა, დღესაც რა ლამაზი ხარო. ასეთი ტყუილი საჭიროა, რომ ძაფი არ გაწყდეს. ერთი გოგონა მომწონდა. მასთან ძალიან მხიარული ვიყავი. სუფრასთან ვმღეროდი, ვმხიარულობდი. მერე გავიგე, რომ იმ გოგოსაც მოვწონდი. იცით, რა დამემართა? თითქოს შევიბორკე, მასთან ერთად ვეღარც ვმღეროდი, ვეღარც ვლაპარაკობდი. ერთხელ ჩაიში შაქრის ნატეხიც ვერ ჩავაგდე, ძირს დამივარდა. მოკლედ, იმ ქალთან საქციელი წამიხდა. ერთ დღეს სახლამდე მივაცილე. უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ჩემ გვერდით აღარ დაგინახოო და დამშორდა. იცით, რა მომივიდა? სანაპიროს ფეხით გავუყევი, გრძელი პალტო მეცვა, პაპიროსს ვაბოლებდი. ჩელუსკინელების ხიდთან გავჩერდი, მტკვარი მთვარეს ირეკლავდა. დავცქეროდი და ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა. უკვე გადახტომას ვაპირებდი, რომ მხარზე ვიღაცამ ხელი მომითათუნა. მივიხედე, ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი იდგა. მითხრა, პაპიროსი მომაწევინეო. უცებ გამოვფხიზლდი. მივხვდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი. არადა, ის ბიჭი რომ არ მოსულიყო, ნაღდად გადავხტებოდი!“

განრისხებული სესილია

„ცისფერი მთების“ გადაღებისას ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ცუდად იყო, საავადმყოფოდან პირდაპირ გადაღებებზე მოჰყავდათ. ისე მოხდა, რომ გადაღებები რამდენიმე დღის მიყოლებით ჩავშალე. ნაბახუსევზე მივდიოდი და თამაში არ გამომდიოდა, ამით გაბეზრებულმა სესილიამ გვერდზე გამიყვანა და მიყვირა, ბიჭო, მაცალე სიკვდილი, შენი დედაო… ნუ მაგინებ-მეთქი, ვუთხარი. ნუ გაგინებ კი არაო და სახეში მთელი ძალით მლეწა.

დიდი ადამიანი
ფილმში „რაჭა ჩემი სიყვარული“ დოდო აბაშიძემ წამიყვანა. იმ პერიოდში სხვა ფილმში მთავარი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ რატომღაც აღარ ამიყვანეს. დოდო სახლში მოვარდა, წვერი გამაპარსვინა და რაჭაში წამიყვანა. რეჟისორს უთხრა, გურამი დაგვიჩაგრეს და უნდა ათამაშოო. დოდომ მდგომარეობიდან გამომიყვანა. დიდი ადამიანი იყო. ნიღაბს ატარებდა, თორემ შინაგანად სევდიანი, ერთ ქალზე შეყვარებული კაცი გახლდათ. იმ ქალის სიყვარულს გადაჰყვა კიდეც. ოთახში ჩაიკეტებოდა, მაგრამ იქიდან რომ გამოვიდოდა, ყველას იმედს გვაძლევდა. მეგობრებმა კი ვიცოდით, რომ გოლიათი კაცი გულით დიდ სევდას დაატარებდა.

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"