“როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს” – თბილისის მერიასთან აქტივისტები და “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ.
მათ მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით გადაკეტეს, ლოზუნგით, მოიხსნას ქვეყანქში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ეუბნებიან, რომ ქვეყანაში მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში უწევს ცხოვრება როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ისინი სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც აქციის მონაწილეებს შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლას სთხოვს.










