LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში – ეპისკოპოსი მელქისედეკი

დაპოსტა 2020/04/18-ში
114
ნახვა
გაზიარება

არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს.

მეუფე მელქისედეკი მრევლს მოუწოდებს დარჩნენ სახლებში, რათა დაეხმარონ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში.

მისი შეფასებით, აღნიშნული „არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია“.

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს. უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, აღვავლენთ ღამისთევით. ამასთანავე მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულნი არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ. უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს. მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების! იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ჩვენ, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვავლენთ. შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, შესაძლებელი იქნება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მორწმუნეებმა ამ ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე მიიღოთ ქრისტეს თვითუხრწნელი სისხლი და ხორცი. ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით. თქვენ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ პირად მოძღვარს და ის დეტალურ მითითებებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ და არც სხვათა სიცოცხლეს. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!

თქვენთვის მხურვალედ მლოცველი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი” , – წერს ეპისკოპოსი.

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
0
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ფასების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება – ირაკლი კობახიძე

იანვარი 26, 2026
2
მთავარი

არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს - მაქსიმალურად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა , - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
52
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
607
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
233
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
33
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“მიუღწეველი არაფერი არ არის… უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი”-ზაზა ლომინაძე

იანვარი 26, 2026
51
მთავარი

მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობაში...

დაწვრილებითDetails

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 26, 2026
460
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და აქტიურია. კარგი დროა ახალი იდეების დასაწყებად, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ემოციურად კი სტაბილურობას იგრძნობთ და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიხალისებთ.   ტყუპები...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

იანვარი 26, 2026
568
ამინდი

26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
101
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».