რუბეჟნოეში, ოკუპანტებთან ბრძოლისას დაჭრილი ზურაბ მუშუქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა.
“ჯანრმთელობის მდგომაროება ამჟამად არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. გონზე არის, გვეკონტეაქტება. დარდობს დაღუპულ ბიჭებზე ძალიან. აქ რომ ყოფილიყო, მაინც წავიდოდა. გაწერის შემდგომაც ამბობს, რომ დაუბრუნდება წინა ხაზს”, – ამბობს ზურაბ მუშუქიას ცოლი.










