მთვარის მე-8-9 დღე. დღე დაიწყეთ მუსიკით. კარგი დღეა ნებისმიერი სახის ურთიერთობებისთვის. იყავით აქტიური, ისაუბრეთ ბევრი, ამასთან, პატივი ეცით სხვის აზრს. თუ გინდათ ფორტუნამ გაგიღიმოთ, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და თავიდან აიცილეთ კამათი.
ვერძი
შესაძლოა, დღეს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ თქვენს მომავალზე. ნუ იტყვით უარს შემოთავაზებულ შეხვედრაზე.
კურო
შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ან პირობების გაუმჯობესების საკითხი. თუ სტრატეგიულად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, წარმატება გელოდებათ.
ტყუპები
დღე ნაყოფიერი შედეგების მომტანი იქნება, თუ საოჯახო საქმეებით არ დაკავდებით და მეტ დროს დაუთმობთ მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაციას. მშვიდად იმოქმედოთ. ხანდახან, არაფერზე ლაპარაკიც სასარგებლოა.
კირჩხიბი
შინაურებზე და ახლობლებზე ზრუნვა ძალიან კარგია, თუმცა, ნურც თავს დაივიწყებთ, ზედმეტად ნუ გამოეკიდებით მატერიალურ საკითხებს.
ლომი
შინაგანი სიმტკიცე ძალას მოგცემთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას. იყავით გახსნილი და გულწრფელი, თქვენში იღვიძებს ის ძალა, რომლითაც ნებისმიერ საქმეში წინ წახვალთ.
ქალწული
არ არის რეკომენდებული ახალი საქმიანი წინადადებების განხილვა, არც ახალ პროექტებთან შეჭიდება, არ იჩქაროთ, კარგად გაარკვიეთ დეტალები.
სასწორი
დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ რთული და დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად, თუმცა, თავდაუზოგავი შრომა, მოთმინება და გონივრული მოქმედება ნებისმიერ საკითხში თავის შედეგს მოიტანს.
მორიელი
მეტი დაკვირვებით მოეკიდეთ ახალ საქმიან წინადადებებსა და ვალდებულებებს, თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გაართვათ თავი ყველაზე რთულ საკითხებსაც კი.
მშვილდოსანი
კარიერული წინსვლისა და შემოქმედებითი აღმაფრენის დროა, ენერგია ახლა ყველაფრისთვის გყოფნით, თქვენი შესაძლებლობები ირგვლივ მყოფების აღტაცებას იწვევს.
თხის რქა
მეტი თავდაჯერებულობა გჭირდებათ, უფრო მეტად ენდეთ საკუთარ ძალებს, გაიფერადეთ განწყობა, ეს დაგეხმარებათ წარმატებით განახორციელოთ თქვენი მიზნები.
მერწყული
თავი აარიდეთ კამათს და უმიზეზოდ ნურავის დაუპირისპირდებით, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. მოერიდეთ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემას, განსაკუთრებით კი პროფესიულ საკითხებში.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ჰიგიენის საკითხებს, გზაზე და საჭესთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. გონივრულად ხარჯეთ ფინანსები.










