ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში” სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს საპარკე ავეჯი: სკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, წყლის ფანტანი, ველოსიპედის სადგომი. გათვალისწინებული ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირე წლოვანი ბავშებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას საშუალო ასაკიდან. ასევე შექმნილია დასავენებელი სივრცეები მაგ. სკამები, ფანჩატური. შესავლელებში უნდა დამონტაჟდეს ჭიჭკრები შ.შ.მ. პირებისათვის და მბრუნავი ჭიშკრები, რაც უზრუნველყოფს სკვერს ცხოველების მოხვედრეისაგან.
სულხან-საბას (“ავანგარდის დასახლება”) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 ათას 165 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.
















